მომღერალი რუსუდან მუმლაძე ფეისბუკში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ეს პოსტი იმ ადამიანებს ეკუთვნის, რომლებმაც მასზე ცუდად ისაუბრეს გადაცემა „ფარული კონვერტის“ შემდეგ.
როგორც ჩანს მომღერალი აუგად საუბარს არავის აპატიებს და საკადრის პასუხსაც სცემს ონლაინ სივრცეში.
„გამგებმა გაიგოს, შემოვიდეს და ყურადღებით წაიკითხოს!
ახლა რომ აფრიალებთ ჩემს კომენტარს, ეს მაშინ უნდა გეფიქრათ, „ფარულ კონვერტში“ ჩემი სტუმრობის შემდეგ, ზოგიერთებმა ენა რომ აიმძაღეთ, უკადრებელი იკადრეთ ფეისბუკ სტატუსებით და კომენტარებით.
აბა, გაიხსენეთ… სანამ გაგახსენეთ!
თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არ ველოდი, ისეთები მოიქცნენ ღირსეულად მაშინ! ეს ცალკე ამბავია.
საკადრისი პასუხის გაცემა რომ არ მეშლება, ესეც გემახსოვრებათ!
ჰოდა, ახლა ჩემი კომენტარებიც აიტანეთ! უკვალოდ არაფერი ქრება!
უსამართლოდ ვინმეს შევეხო, ეს გამორიცხულია! და ეს იცის ყველამ! უმიზეზოდ, მოწმენდილ ცაზე კი არაფერი ხდება!
გაქცეულ ქმრებს ვეღარ დაეწევით და წადით რა, საკუთარ ცხოვრებას და ……… ბს მიხედეთ! სხვისას რას დაეძებთ…
ჩემთან გამოიქცა და თქვენგან გარბიან!
ბიჭოს…. ( მეც არ ამამძაღეს… არადა, როგორ არ მიყვარს)
მუსიკალური ამბები კი შეგვიძლია განვიხილოთ როიალთან! მზად ვარ!
ისიც წამოიყვანეთ, ვისთვისაც მაშინ ვაზელინის ჯაკუზებში იბანავეთ.
დაგიფასდათ მაინც???
პ.ს. (ფოტო მეტი ყურადღებისთვის)“, - წერს მუმლაძე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი
🔵ქართველი ცნობილების ყოფილები - ისტორიები, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ
🔵პირველი ცოლი, ქუჩური ცხოვრება და კარიერა - მამულიჩას უცნობი ისტორიები
🔵გარდაცვლილი და, ბიზნესმენი მამა და მოულოდნელი ქორწინება - ჯანეტ ქერდიყოშვილის პირადი