პედიატრიული ქირურგიის ცენტრ Kids Co-ს დირექტორი ირაკლი გამყრელიძე სოციალური ქსელის საშუალებით კოლეგებს მიმართავს და მათ საველე ბრძოლისთვის მომზადებას ურჩევს.
მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„მივმართავ სამედიცინო საზოგადოებას, ყველას, ვისაც თეთრი ხალათი აცვია, ან თუნდაც ადრე გეცვათ და ახლა თაროზე გაქვთ შემოდებული… მოემზადეთ! იმეცადინეთ! დაორგანიზდით მცირე ჯგუფებად! ქალაქის უბნების სახლების დონეზე… მალე აქაურობისთვის არავის გვეცლება ჩვენ კოლეგებს და სამწუხაროდ, სისტემასაც უნდა დავეხმაროთ და „საველე“ ბრძოლისთვის მოვემზადოთ. ვერც სასწრაფო და ვერც კლინიკები მოსალოდნელ ტალღას ვერ გაუმკლავდება, სისტემას მართვის მეტი დონე სჭირდება…“
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
მასწავლებელმა მოსწავლეებს ეს 15 დავალება მისცა და ის ვარსკვლავი გახდა
„მინდა მშობლები დავამშვიდო... მეტი აჟიოტაჟი და პანიკაა, ვიდრე რეალობა“ - ბუწაშვილი