ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს სოციალური ქსელში ეხმიანება და არსებულ ვითარებას აფასებს.
ფანჯიკიძის თქმით, ქვეყანაში 18-დან 90 წლამდე ასაკის პოლიტიკურად შერეული რომანტიკული წყვილების დაკომპლექტების, ოჯახების შექმნისა და ჰაეროვანი სიყვარულის უდიდესი რესურსია.
„რა მაგის პასუხია და გუშინ ვიკითხე, რომ შევრიგდებით, მერე რა ვქნათ-მეთქი და გამოკითხულთა 69% კოცნაობის (ფრანგული გაგებაა, პროევროპული), ზასაობის (რუსეთის გავლენა იგრძნობა), ან სექსის მომხრეა განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის შერიგებულთან.
მათგან 15% გამრავლების აუცილებლობასაც უსვამს ხაზს. გამოკითხულთა 10%-ს შერიგების არ სჯერა და „მტლაშა-მტლუშს“ უწოდებს. 20 % შერიგებაზე თანახმაა, მაგრამ იმედოვნებს, რომ მოწყენილობა დიდხანს არ გასტანს და კონფლიქტის ახალი მიზეზი მალევე აღმოცენდება. საქმეს შევუდგეთო, სახელოებს იკაპიწებს 1% შუახნის მოქალაქე.
მაშასადამე, ამ სახელდახელო კვლევის შედეგებზე დაფუძნებით, ვასკვნი, - ერში, 18-დან 90 წლამდე ასაკის პოლიტიკურად შერეული რომანტიკული წყვილების დაკომპლექტების, ოჯახების შექმნისა და ჰაეროვანი (ლაითი) სიყვარულის უდიდესი რესურსია. მუშა-ხელის რაოდენობა პრინციპულად არ იცვლება.
მაშ, მოგვეცეს ლხენა, ვისარგებლოთ პრეზიდენტებისგან კურთხეული სიყვარულის უფლებით და ჯვარი ეწეროს სექსუალურ საქართველოს“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და მოთმინება“ - დღის რჩევა
🔵„კოვიდგადატანილებში „ომიკრონით“ რეინფიცირების რისკი სამჯერ მაღალია“ - ალექსანდრე გოგინავა
🔵„იღლიები გაქვთ გამომწვარი?“ – LIDER TV-ის შემქმნელების ახალ კლიპს სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი მოჰყვა
🔵„ომიკრონმა“ ინტერგენომური თამაშები დაიწყო და შეუძლია სრულიად უძლეველი გახდეს“ - ზურაბ გურული