Digest Logo

„განყოფილებაში კარგი ამბები გვაქვს... ამ დროისათვის მელოგინეები და ახალშობილებიც თავს კარგად გრძნობენ...“

1643098382
ბავშვი

კლინიკა „ბომონდი“ სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. მათი თქმით, გასული 48 საათის განმავლობაში, კოვიდცენტრში 4 ახალშობილი დაიბადა. მათი დედები კოვიდდადებითი არიან, თუმცა ისინი თავს კარგად გრძნობენ.

კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში კარგი ამბები გვაქვს.

გასული 48 საათის განმავლობაში, კოვიდცენტრში 4 ახალშობილი (2 გოგონა, 2 ვაჟი) გაჩნდა.

პატარების დედები კოვიდდადებითები არიან. ამ დროისათვის მელოგინეებიც და ახალშობილებიც თავს კარგად გრძნობენ.

შეგახსენებთ, რომ „ბომონდი”-ს კოვიდცენტრი ერთადერთია დასავლეთ საქართველოში, რომელიც კოვიდდადებით ან კიდევ კოვიდზე საეჭვო ორსულებს იღებს და მათ სრულ სამედიცინო მომსახურებას უწევს“, - წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„გული მაქვს გახეთქილი. არ ვაზიარებ, რომ უარესად არ დაგზაფროთ... ასეთ ქვეყანაში არ მსურს ცხოვრება“ - გიორგი სუხიტაშვილი

🔵„დარწმუნებულები ვიყავით, რომ მე არ დამემართებოდა... ესეც გაივლის“ - რა შეემთხვა ცნობილი პარლამენტარის ცოლს?

🔵„პოზიტივი მომივიდა პასუხი, გადავაკონტროლე და ახლა მომივიდა ნეგატივი, ვზივარ კოვიდ სასტუმროში ორი პასუხით“ - ვატო წერეთელი

🔵„მაინც ავადმყოფი იყო, კვდებოდა და კორონამ უფრო დააჩქარა მაგის სიკვდილიო“ - რას წერს ბასილ კობახიძე ეპისკოპოსის გარდაცვალებაზე