საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მეუღლე მაკა ჩიჩუა გუშინ სოციალურ ქსელში წერდა, რომ მისი შვილი ცუდად იყო და ძლიერი ხველა აწუხებდა.
ყოფილი პირველი ლედი საზოგადოებას დახმარებას სთხოვდა და ბავშვისთვის წამლის შოვნას ცდილობდა.
დღეს კი მან ფეისბუკზე დაწერა, რომ აღნიშნული წამლები უცნობი ადამიანებისგან უკვე მიიღო.
„ბავშვის ხველის წამალი - სუსპენზია, პუროქსანი სად ვიყიდო ხომ არ იცით? ან ვინმეს ხომ არ შემოგრჩათ და აღარ გჭირდებათ? თომა ახველებს საშინლად“, - წერდა მაკა ჩიჩუა.
„მეგობრებო, იმდენი ადამიანი შეწუხდა და შემეხმიანა, გული ამიჩუყდა ღამის პირველ, ორ საათზე მწერდნენ სრულიად უცხო ხალხი. როგორ მიყვარხართ. დიდი მადლობა ყველას გაზიარებისთვის ..
წამალიც ვიშოვე და არაერთი. კიდევ ერთხელ გმადლობთ“, - წერს მაკა ჩიჩუა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„მინდა, გაგანდოთ იმუნიტეტისთვის არაჩვეულებრივი ნარევი“ - ხატია სიჭინავას ჯადოსნური ნაყენი
🔵VIDEO: ესაუბრა თუ არა გუკა რჩეულიშვილი გიგი უგულავას ლელა კილაძესთან რომანზე