Digest Logo

„მინდა, გაგანდოთ იმუნიტეტისთვის არაჩვეულებრივი ნარევი“ - ხატია სიჭინავას ჯადოსნური ნაყენი

26/1/2022 • 7:16
ხატია სიჭინავა

ჟურნალისტმა ხატია სიჭინავამ სოციალურ ქსელში საზოგადოებას ის მცენარეული წამალი გაუზიარა, რაც მისი თქმით, იმუნიტეტს აძლიერებს.

როგორც ის ამბობს, ალოეს ფოთლებზე დამზადებულ ნაყენს ბავშვებს ყოველ დღე ასმევს.

„მეგობრებო, მინდა გაგანდოთ იმუნიტეტისთვის არაჩვეულებრივი ნარევი.

დაიცავით თავი ყველანაირი ვირუსისგან საკუთარი იმუნიტეტის გაძლიერებით.

ალოეს ფოთლები მკვეთრი დანით გაჭერით, გახეხეთ ფოთლები გლუვამდე, გამოწურეთ წვენი მიღებული შემადგენლობისგან, შეურიეთ 1 სუფრის კოვზი მიღებული წვენი 4 სუფრის კოვზ თხევად თაფლს და 1 სუფრის კოვზ გაწურულ ლიმონს.

მიირთვით დღეში 1 ჩაის კოვზი ჭამის წინ, სამი კვირის განმავლობაში. ეს ნარევი მოქმედებს მთელ სხეულზე და აქვს შესანიშნავი ეფექტი. მე ვასმევ ბავშვებს, ჯანმრთელობას გისურვებთ“, - წერს ხატია სიჭინავა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„დედის ბრალიაო, დედამ ვერ მიხედაო... ექიმი ცდილობდა პასუხისმგებლობის აცილებას“ - რა დაემართა კლინიკაში ბავშვს (შოკის მომგვრელი ფოტოები)

🔵VIDEO: ესაუბრა თუ არა გუკა რჩეულიშვილი გიგი უგულავას ლელა კილაძესთან რომანზე

🔵VIDEO: „სად უნდა წახვიდე, სად დაიმალები, მე და ჩემი სამეგობრო გეძებთ. შენ ხარ ნაგავი და მიმიფურთხებია შენთვის...“ - ლაშა ხობუა