
ორთაჭალაში, მტკვარში 14 წლის გოგოს ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა. შოთა ქარსელაძემ მისი გადარჩენა შეძლო, თუმცა თავად ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
როგორც ამბობენ, შოთამ ცურვა არ იცოდა... მან სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად თავი გასწირა.
ამ ამბის შესახებ უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ისე უბრალოდ და ღირსეულად, როგორც ახალგაზრდა ქალის გადასარჩენად გასწირა საკუთარი სიცოცხლე, 36 წლის შოთა ქარსელაძე მიიბარა ქართულმა მიწამ.
მან სამოქალაქო გმირობის მაგალითი მოგვცა ყველას და შეგვახსენა, რომ ეს გურამ რჩეულიშვილის და იოსებ ჟორდანიას საქართველოა!
სამძიმარს ვუცხადებ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“.
აგრეთვე წაიკითხეთ:
ტრაგედია ორთაჭალაში - მამაკაცმა, რომელმაც ცურვა არ იცოდა, უცნობი გოგო გადაარჩინა, თავად კი დაიხრჩო