ბათუმში კორონავირუსით 25 წლის ორსული გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი თავდაპირველად ბათუმის სამშობიარო სახლში გადიოდა მკურნალობას, რის შემდეგაც, როგორც კლინიკის დირექტორი განმარტავს, პაციენტი 24 ნოემბერს ბათუმიდან თურქეთში გადაიყვანეს. გარდაცვლილ მეგი მახარაძეს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.
„ჩემო მოღიმარო, გულთბილო და მოსიყვარულო გოგო... ეგ რა ამბავი გავიგე, გული გამიქვავდა მეგი, ვერ ვიჯერებ ეგ შენ თუ ხარ. ორი შვილის დედა ხარ, ჯერ წინ გქონდა კიდე ბევრი ბედნიერება ღმერთო“.
„ღმერთო ვერ ვიჯერეფ Megi Maxaradze ეს რა საშინელებაა როგორ მტკივა გული“.
„ეს ხომ დაუჯერებელია ჩვენო ცქრიალა ენერგიულო გოგო, სიტყვებს ვერ ვპოულობ ცრემლებს ვერ ვიკავებ, ეს არ იქნება სიმართლე“, - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
ცნობისთვის, ექიმმა ნუგზარ პაპავამ გარდაცვლილ პაციენტზე განაცხადა, რომ კლინიკაში მოთავსებისას პაციენტს სპაზმური ხველა, ტემპერატურა, თავის ტკივილი ჰქონდა. ახალგაზრდა ქალი 32 კვირის ორსული იყო.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵კორონავირუსით ბათუმში 25 წლის ორსული გარდაიცვალა
🔵„ჯერჯერობით შეუძლოდ ვარ... თუ გადავრჩი რამდენიმე საქონელს საკადრის პასუხს გავცემ“ - რეზო ამაშუკელი