საქართველოში კორონავრუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. 24 საათში ვირუსმა 54 ადამიანი იმსხვერპლა.
როგორც თამუნა კვარაცხელია წერს, გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი მისი ახლობელი იყო
„კოვიდით გარდაცვლილთა შორის ჩემი ახლობელი ახალგაზრდა კაცია, რომელმაც, თურმე, კეთილისმყოფელების „რჩევით“ გადაიფიქრა აცრა... ეს ის ადამიანია, რომელსაც ღრმა სიბერემდე უნდა ეცოცხლა და ბევრი კარგი საქმე ეკეთებინა, სიბერეში კი შვილიშვილებისთვის მოეყოლა ახალგაზრდობის გიჟური თავგადასავლები...
მან კი ბოლო დღეები კომაში გაატარა, ოჯახის და ახლობლების გარეშე... ჰოდა, თუ თავად არ აპირებთ აცრას (უკვე აღარც ვკითხულობ მიზეზს), სხვებს მაინც ნუ მოუწოდებთ აუცრელობისკენ და ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ამხელა პასუხისმგებლობას და ცოდვას... კოვიდით გარდაცვლილ ყველა ადამიანს აქვს სახელი, ვიღაცის შვილია, მამაა, დედაა, ქმარია, ცოლია, ბიძაშვილია, მეგობარია...
ეს ადამიანები არაა სტატისტიკა და ციფრები... ყველას თავისი ცხოვრების უნიკალური ისტორია აქვს და ყველა ბედნიერ და უშფოთველ ცხოვრებას იმსახურებდა... ვართ მზად, ვიყოთ ადამიანების ჯალათები? მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ვეთანხმებით თუ არ ვეთანხმებით, გვეშინია თუ გვიხარია, - ვერ გავექცევით ფაქტს, რომ ამ მომენტისთვის აცრა, პირბადეს ტარება, ხელის ჰიგიენის და დისტანციის დაცვა არის საუკეთესო კომბინაცია, რაც ადამიანების სიცოცხლეს შეინარჩუნებს და ამ სავალალო სტატისტიკაში ჩვენი ოჯახის წევრები და ახლობლები არ აღმოჩნდებიან" - წერს თამუნა კვარაცხელია.
🔽აგრეთვე წაიკითხეთ: