სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალი, რომელიც გლდანში მოწყალებას ითხოვდა გარდაცვლილი იპოვეს.
„გუშინ გლდანელი ირმა უპოვიათ გარდაცვლილი. ყველა იცნობდა ამ ქალს გლდანში. ხაჭაპურს ან ლობიანს თუ უყიდდი, დაგპირდებოდა აუცილებლად მოგიხსენიებ ლოცვებშიო. ხმამაღლა სიმღერა უყვარდა და ბავშვები თუ დასცინებდნენ, არასოდეს უბრუნებდა პასუხს. მილაპარაკია ბევრჯერ. ბავშვთა სახლში გაიზარდა და 18 წლის რომ გახდა აიღეს და ასე უბრალოდ გამოაგდეს ქუჩაში, რადგან სრულწლოვნებზე ზრუნვის ვალდებულება აღარ ჰქონდათ. ასე აღმოჩნდა ქუჩაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგო, რომელმაც არ იცოდა არაფერი ცხოვრებაზე, არ იცოდა არც ერთი ხელობა რომ თავი გაეტანა. ჰოდა წლების მანძილზე ასე დაბორიალობდა ქალაქში, ეძინა მოლების ფოიეებში და სადარბაზოებში და მე თუ მკითხავთ, კიდევ დიდხანს შეძლო სიცოცხლე.
სულ მინდოდა მასზე რამე დამეწერა და აუცილებლად დავწერ. მე მგონი სწორედ ასეთ ადამიანებზე წერას აქვს აზრი. ასე მაინც მივანიჭებთ ამ ხალხს მარადისობას.
და მაინც, რაში გვჭირდება სახელმწიფო და საზოგადოება თუკი შშმ ადამიანებს ქუჩაში დაყრისთვის ვიმეტებთ? სულ ეს ხალხი ვართ?“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ზოდიაქოს ამ 4 ნიშნისთვის 2022 წელი უბედნიერესი იქნება
🔵ნოემბერი ზოდიაქოს 3 ნიშანს მოულოდნელ სიურპრიზებს
🔵კარგია შეცდომების აღიარებისა და ძველი პრობლემების მოგვარება - დღის რჩევა