Digest Logo

„ვზივარ და ვსკდები ტირილით! მდიდარი ადამიანი ხარ შენი მეგობრობის და სიყვარულის უნარით” – ირაკლი კაკაბაძე ლევან ვასაძეზე

1628580720
ვასაძე

მწერალი ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში პარტია “ერის” ლიდერის, ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ამბობს, რომ ლევანის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად ყველაფერს გააკეთებს.

„ეს არის ჩემი ადამიანური ვალი და ძალიან დიდი ტკივილი. ლევან ვასაძე ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარია. მე მას მისი პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით არ ვაფასებ, ისევე როგორც ბევრ ჩემს მეგობარს, ჩემს ნათესავს. მე მას მისი საოცარი ადამიანობით ვაფასებ, რადგან ჩემი თვალით მაქვს ნანახი ბევრი სიკეთე, რომელიც ამ ადამიანს გაუკეთებია. პირველი ასეთი უანგარო სიკეთე 1989 წლის 9 აპრილს ჩემს თავზე გამოვცადე, როცა გაგიჟებულ გაშმაგებული საბჭოთა ჯარისკაცების ორივეს ერთად გვკლავდნენ, იმისათვის რომ ჩვენ წაქცეული ქართველი გმირი ქალების წამოყენებას ვცდილობდით რუსთაველის გამზირზე. ამ მომენტში მე ვნახე ადამიანობის ნამდვილი მაგალითი, როდესაც 19 წლის ლევანმა თავისი თავი სრულიად დაივიწყა, ჯერ დაცემული გმირი ქალების წამოსაყენებლად და ბევრ მათგანს სიცოცხლეც გადაურჩინა ჩემს თვალწინ. და ბოლოს, მეც დამეხმარა – შორიდან გადამეფარა, როცა ჩემს მოსაკლავად გამოქანებული ნიჩაბი დაინახა. ამის მერე მან ორჯერ სიკვდილისგან იხსნა ჩემ საყვარელი და. და ძალიან ბევრ მეგობარს დაეხმარა. მე ამის დავიწყება არასდროს არ შემიძლია – მე ჩემი ძმა ლევან ვასაძე ადამიანურად ისევე მიყვარს და უფრო მეტადაც, ვიდრე ადრე. ახლა, ამ მართლაც საშინელი განსაცდელის ჟამს მე მინდა მას ვუთხრა რომ მე მთლიანად მის გვერდზე ვარ, როგორც ბევრი სხვა ადამიანი, მიუხედავად მათი აღმსარებლობისა, ეროვნებისა თუ ორიენტაციისა. ლევან, შენ მდიდარი ადამიანი ხარ შენი მეგობრობის და სიყვარულის უნარით – და მე დარწმუნებული ვარ რომ შენ არანაირ ძალადობაში არც ჩაერეოდი აქ რომც ყოფილიყავი, იმიტომ რომ ჩემი თვალით მაქვს ნანახი 1989 წლის 9 აპრილს როგორი ნამდვილი თავდადებით ეხმარებოდი შენს ჩაგრულ გმირ ქალებს, რომელთაც საქართველოს თავისუფლება მოუტანეს. მე, როგორც იცი, არ მიყვარს ტყუილი სიტყვების თქმა და მინდა პირდაპირ გითხრა რომ ვზივარ ახლა ჩემს მაგიდასთან და ვსკდები ტირილით. მე შენთვის არამარტო ვილოცებ, ჩემო საყვარელო ძმაო – არამედ ყველაფერს გავაკეთებ რომ შენი სიცოცხლე რაც შეიძლება მეტ ხანს გაგრძელდეს. ჩემთვის შენ მრავალ ნიჭთან ერთად მთავარი ნიჭი შენი სიყვარულის ნიჭია და სხვა ადამიანისთვის თავდადების ნიჭი. სიყვარული კი არის ღმერთი",- წერს ირაკლი კაკაბაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„ვიყიდე ლამაზი თეთრი კაბა. დილით ჩავალაგე ყველაფერი და მწერს, რომ ოჯახის კაცი არაა" - ჟურნალისტის უიღბლო სიყვარულის ამბავი

„გვამები საავადმყოფოდან ჯერ გატანილი არ ჰქონდათ, რომ მძიმე პაციენტებით შეავსეს გამოთავისუფლებული საწოლები“ – გელა მთივლიშვილი

„კიდევ ერთი სამწუხარო ლიდერობა რეგიონში… „საპატიო“ პირველ ადგილზეა საქართველო“ – ზაზა წერეთელი გაუარესებულ ეპიდვითარებაზე