სოციალური ქსელის მომხმარებელი ფეისბუკზე საზოგადოებას მიმართავს და რჩევებს აძლევს. მისი თქმით, ტვინის მკვებავი აბები არ არსებობს და ადამიანს ვიტამინები და დანამატები, როგორც წესი არ სჭირდება. ის ასევე წერს კვების რაციონთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ გვიან ჭამა არ ასუქებს.
„ვიმეორებ ლაკონიურად:
🔴გვიან ჭამა არ ასუქებს! მნიშვნელობა არ აქვს, როდის შევჭამთ, არამედ რას, რამდენს და როგორი შუალედებით!
🔴ტვინის მკვებავი აბები არ არსებობს, ტვინს კვებავს გლუკოზა. ნუ გადაყრით ფულს!
🔴 ვიტამინები და დანამატები, როგორც წესი, არ გვჭირდება. მთავარი გამონაკლისი არის ორსულობა, პატარები და ვიტამინების დეფიციტი.
🔴სანამ ძვირ პრეპარატს შეიძენთ, იკითხეთ, არსებობს თუ არა უფრო იაფი ალტერნატივა
🔴კომპიუტერული ტომოგრაფია არ არის რუტინული გამოკვლევა, როგორც მაგალითად სისხლის ანალიზი!
🔴ორსულობა არ არის დაავადება!
🔴 ანტიბიოტიკი არ არის სიცხის დამწევი!
🔴ლევომიცეტინი არ არის მუცლის ტკივილის ან/და ფაღარათის წამალი, არამედ ძლიერი და არც თუ ისე უპრობლემო ანტიბიოტიკი.
🔴ფენიბუტმა, ისევრ როგორც ბენზოდიაზეპინებმა, იცის შეჩვევა და დამოკიდებულება, ფრთხილად!
🔴ანტიფსიქოზური პრეპარატები არ არის კამფეტები!
🔴ვოლტარენის ნემსების კეთება არ შეიძლება! ბევრად უსაფრთხოა და იგივენაირად ეფექტური ვოლტარენის/დიკლოფენაკის აბები!
🔴სიცხე არ არის დაავადება, არამედ ორგანიზმის მიერ დაგეგმილი სიმპტომი ინფექციასთან გასამკლავებლად, რუტინული სიცხის დაწევა შეცდომაა და ასოცირებულია მომატებულ სიკვდილობასთან მძიმე ინფექციების დროს.
🔴მშობიარობისის შემდეგ ფსიქიკური ცვლილებები ძალიან ხშირია, არ შეგეშინდეთ! თუ გახანგრძლივდა, მიმართეთ თამამად სპეციალისტს!
🔴დიეტით და შიმშილობით ვერ გახდებით, პირიქით! აცრილებიც ინფიცირდებიან კოვიდით, ეს სრულიად ნორმალურია!
🔴ნიღბიდან ცხვირის ამოყოფა არა სუნთქვის, არამედ ტვინის უკმარისობის ნიშანია!
🔴 სიგარეტის მოწევა არის თვითმკვლელობა განვადებით!
🔴 პასიურად მოწევა ძალიან საშიშია! თქვენ თუ ეწევით, სხვას მაინც ნუ კლავთ!
🔴 ალკოჰოლი ნებისმიერი დოზით ნეიროტოქსინია!
🔴 ხშირი ეაკულაცია პროსტატის კიბოსგან გვიცავს.
🔴 აცრა პაპილომა ვირუსზე ასევე კიბოსგან გვიცავს!
🔴ბავშვის სიცელქე არ არის დაავადება!
🔴ფსიქოლოგითან მისვლა არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ და თავი ხელში ვერ აიყვანე.
🔴სიტყვა ძალიან ეფექტური იარაღია!
წავედი ეხლა, ცოტა მომშივდა!“, - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„სად გაიყიდება ეს წამლები? ახალი აფთიაქები გაიხსნება? ახალ აფთიაქარებს ვიღებთ?” – ნინო სტურუა
🔵„გვეშველება რამე?“ - ლალი მოროშკინა „რადიო იმედზე“ ახალ გადაცემას წაიყვანს
🔵ინფორმაცია მათთვის, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ვირუსის გადატანა ურჩევნია
🔵„ცოლს შეურიგდა...“ - შორენა ბეგაშვილის პირადი ცხოვრების უცნობი დეტალები