დევნილი ზურაბ ჭიჭოშვილის ტრაგედიას, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა და დაწერა, რომ ამ ამბის გამო მთელი ღამე ვერ დაიძინა. აღნიშნულ განცხადებას მოგვიანებით სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა გამოეხმაურა.
„შიშიკო მოსე მწერალი -„მთელი ღამე ვერ დავიძინე, შემძრა დევნილი ზურაბ ჭიჭოშვილის ტრაგედიამ“, შე არაკაცო, გირგვლიანის დედა ატირებული რომ გამოაგდე კანცელარიის შენობიდან, სამართალი მაპოვნინეო რომ გეღაღადებოდა დაჩოქილი, მისმა ტრაგედიამ არ შეგძრა მაშინ?
ასეთი უჯიშო, აფერისტი რა დაიბადე გიულის ძევ, ა? ან ის დევნილები, თბილისში, ავტობუსებში რომ ჩაყარე და ჭაობიან ფოცხო ეწერში დაუმთავრებელ სახლებში რომ ჩაყარე ბღავილით, არ შეგეცოდნენ მაშინ?“, - წერს ნინო ჯღარკავა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ინფორმაცია მათთვის, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ვირუსის გადატანა ურჩევნია
🔵„ცოლს შეურიგდა...“ - შორენა ბეგაშვილის პირადი ცხოვრების უცნობი დეტალები