რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში საზოგადოებას პატრიარქის ძველ ქადაგებას ახსენებს.
„გვითხრა ნოემბერში პატრიარქმა, ხილვა ვნახე, ევროპა ცარიელია და ქალაქებს კლიტე ადევსო? ვიფიქრეთ, ამეტებსო? აგერ, ბატონო! გვითხრა, ემიგრანტებო, ჩქარა დაბრუნდით, მალე გამოქცევა მოგიწევთო ? გვეგონა, რომ ამეტებდა? აგერ, ბატონო! გვითხრა, დაიბანეთ სხეული და ხელები, ჰიგიენა ისწავლეთო? აღვშფოთდით, ეს რა რჩევააო? აგერ, ბატონო! გვითხრა, ნუ მიატოვებთ კარ-მიდამოებს სოფლებში, ბევრად მალე დაგჭირდებათ, ვიდრე გგონიათო? აგერ, ბატონო! გვითხრა, ვეზიაროთ და კვირაობით მაინც ვიაროთ ტაძარშიო ? ე, ბიჭო! იქნებ ამაშიც მართალია ეს კაცი! გვითხრა, რომ მის სიცოცხლეშივე გამთლიანდება საქართველო? ე, ბიჭო, იქნებ სახელმწიფოც ამ მიმართულებით ავამუშაოთ! გვითხრა, რომ ყველა განსაცდელი ჩაივლის და სიხარულით შეიცვლებაო ე, ბიჭო, ახლა მაინც დავუჯეროთ“, – წერს რობერტ სტურუა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„რა დალევს გულისხმიერ ადამიანებს... ეს საქართველოა" - ნახეთ, რა შეემთხვა მაცაცო კვინიკაძეს