Digest Logo

„ყველას გვაქვს ჩვენი კომპლექსები, მაგრამ სხვებს არ ვსჯით ამის გამო" - ვახო სანაია თეა წულუკიანზე

1627109301
ვახო სანაია

ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში თეა წულუკიანს და მის მოქმედებას განიხილავს. ამბობს, რომ „მთავარი არხის" მიკროფონის წართმევის ფაქტი, მისი კომპლექსებიდანაა გამოწვეული.

„წულუკიანის მთელი პიროვნული ტრაგედია ჩანს ამ ტექსტში. თუ დაკვირვებით წაიკითხავთ, მიხვდებით, რამხელა ტრავმებს ეზიდება ცხოვრებაში. მოეშვით, ქალბატონო თეა. იცხოვრეთ ზიზღის გარეშე. აი, ხომ წაგართვი მიკროფონი, გეგონა, ვერ წაგართმევდი ? აი გგონია, მომერევი ? მე დაცვა მყავს და ვერაფერს მიზამ. ამიტომ ვიშრომე, ვისწავლე ამდენი, რომ მინისტრი ვყოფილიყავი, დაცვა მყოლოდა და სხვები დამეჩაგრა. აბა რა გეგონათ. თქვენი ეს ტექსტი და მიკროფონის წართმევის მომენტში თქვენი თვალები ისედაც ყველაფერს ამბობს. ყველას გვაქვს ჩვენი კომპლექსები, მაგრამ სხვებს არ ვსჯით ამის გამო. მოეშვით და ნუ ხართ გაბოროტებული ყველაზე, ყველაფერზე. ვერ მოგვერევით ეგრე და ისევ თქვენ დაასრულებთ თვითდაზიანებით. ,,ემა, ახლა რომ დაგსჯიან, ხომ იცი? ე.ი. ეს ამხელა ახტაჯანა ქალს წაგართვი მიკროფონი. ემა, მოდი, აბა თქვი ბიძინას გაუმარ...",- წერს ვახო სანაია.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

„ის, რაც მან გუშინ გააკეთა, არის მსოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევა" - ნიკა გვარამია წულუკიანზე

„მიკროფონის წართმევა და წაღება ძარცვაა“ - ნიკა გვარამია თეა წულუკიანზე

„ამიერიდან ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ გაკეთებული საქმეების შესახებ" - რას წერს თეა წულუკიანი