მწვანე პასპორტი უქმდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლალი მოროშკინა გამოეხმაურა და მას საუკეთესო გადაწყვეტილება უწოდა.
გარდა ამისა, ჟურნალისტმა განცხადებაში პაატა იმნაძის, ამირან გამყრელიძისა და თენგიზ ცერცვაძის ქონების კონფისკაცია მოითხოვა.
„პანიკის და დაზაფვრის ალაგმვის პერიოდი დგება!
საუკეთესო გადაწყვეტილება - არა მწვანე პასპორტს!
ტოქშოუებო, პაწა დროს ხომ არ ჩამორჩით? იმედია, შემდეგი ნაბიჯი ამ ყოვლად უაზრო პირბადრუკობის მოხსნა იქნება!
ხო, მოხსნაზე გამახსენდა ის 3+1 ბებერი აფირისტიც მიაყოლეთ თქვენი ჭირიმე (ოღონდ ჩვენს ხარჯზე შეძენილი ქონების კონფისკაციით!)
ის მორჩენილი, მათ გამდიდრებაზე ორიენტირებული ტესტები კი იქ გაუკეთეთ, სადაც თოთოებს სიცხეს უზომავენ!
სურდოიანები თავად მივხედავთ თავს!
„მალინა“, „მალინა“...
P.S. 15 თებერვლიდან საფრანგეთი ხსნის ნიღბების ტარებას, ისე ხო რას ამბობ, თავს იკლავდნენ“, - წერს ლალი მოროშკინა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ამ ყველაფერს სიკვდილი მირჩევნია...“ - ვინ გარდაეცვალა პეტრე კოლხს
🔵„ჩვენს ქვეყანაში პანდემია გაგრძელდება იმაზე უფრო მეტ ხანს, ვიდრე სხვა ქვეყნებში“ - მაია კაშია