სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი ჯავახაძე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების განვითარებაში საპატრიარქოს როლს უსვამს ხაზს. ჯავახაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მიანიშნებს, რომ საპატრიარქო სადაც საჭიროა იქ არ ერევა.
„რა ეხება და რა არ ეხება საპატრიარქოს:
ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი ჩატარდეს თუ არა – ეხებათ
ანტიდისკრიმინაციული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი როგორი რედაქციით ჩამოყალიბდეს – ეხებათ
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა – ეხებათ
სამედიცინო მარიხუანა ვაწარმოოთ, თუ არა – ეხებათ
სკოლაში რა საგანი ისწავლებოდეს და რა არა – ეხებათ
კინოთეატრში რა ფილმი გავიდეს და რა არა – ეხებათ
ავრიცრათ, თუ ამოვწყდეთ – აპ, აპ, აპ...
რა რელიგიური ორგანიზაციის საქმეა ხალხს რამე ურჩიოს.
ეჰ, ნეტა მართლა არსებობდეს ჯოჯოხეთი, მაგრად დაგცინებდით გვერდზე ქვაბიდან,“ - წერს გიორგი ჯავახაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: