სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდზე „ჩემი თბილისი მკლავს“ ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც ჩანს თუ როგორ ხმაურობენ თბილისის მეტროს ვაგონში ახალგაზრდები. ამ ვიდეოს ზოგმა იუმორით შეხედა, ზოგმა გააკრიტიკა, ზოგში კი აგრესია გამოიწვია.
გთავაზობთ კომენტარებს, რომლებიც სოციალური ქსელის მომხმარებლებმა აღნიშნული ვიდეოს პოსტის ქვეშ დატოვეს:
📣 „ეტყობა ექსკურსიაზე მიდიან მეტროთი“
📣 „სად იზრდებიანო ბევრი წერთ. თქვენ ზრდით და რატომ აქვთ ასეთი პროტესტი? იმიტომ რომ არასწორად ზრდით!“
📣 „რა განათლების სისტემაცაა, შესაბამისი შედეგია“
📣 „რა სირცხვილია! ქაჯები“
📣 „ზეზვა და მზია ამათთან შედარებით არისტოკრატები იყვნენ“
📣 „აღრზდის ძალიან დიდი პრობლემაა საზოგადოებაში, კულტურა მართლა გვშია“
📣 „რა მოხდა, ბავშვები არიან და ერთობიან, გავა დრო და გაიხსენებენ ბედნიერად მაგ დღეს, რა ყველაფერი გაოგნებთ ხალხო, მაგ ასაკში არ ყოფილხართ?“
📣 „კარგი მიზეზი მიეცით ფეისბუკ საზოგადოებას ზიზღის საფრქვევად, რომ ამათ დედები არ ზრდიან და ასეთი უზრდელი თაობა არ ახსოვთ“
📣 „ისეთი თაობა და ახალგაზრდობაა, კიმ ჩენ ინი გახდება საჭირო ხელისუფლებაში“
📣 „ესენი სოფლელელები კი არა, ჩვეულებრივი უზდელი ბავშვები არიან... სოფლელი ბავშვები ასეთ რამეს არ იკადრებენ .ეს ვითომდაა კარენოი თბილისელები უფრო კადრულობენ ასეთ რამეს, თავში ავარდნილი გატუტუცებული ბავშვები“
📣 „ახალგაზრდული ადრენალინი... რა დააყარეთ ამ ბავშვებს დამპლური კომენტარები... დავიჯერო არასდროს ყოფილხართ ამ ასაკში?? მხიარულობენ, ხომ არ ჩხუბობენ“, - წერენ ვიდეოს კომენტარებში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„სავსემთვარეობა ენერგეტიკულად მძიმე დღეა - არ აჰყვეთ პროვოკაციებს“ - ცაგარელის რჩევა
🔵19 დეკემბრის ამინდის პროგნოზი საქართველოში
🔵„არ მჯერააა!!! ჯერ კიდევ შოკში ვარ“ - ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული ნიჭიერის გამარჯვებულია