სოციალური ქსელის მომხმარებელი, ელენე ორჯონიკიძე წერს, რომ კუს ტბაზე უცნაურ არსებას გადააწყდა. ძილგუდა მოგვიანებით ზოოპარკის თანამშრომლებმა შეიფარეს.
„ეს არსება ნახეს ახლა კუს ტბის ტერიტორიაზე და ხომ ვერ მეტყვით, რა ჯიშის წარმომადგენელია? წამოყვანას ვფიქრობთ, ძალიან უსუსურია”, - წერს ელენე ორჯონიკიძე.
სოციალური ქსელის მომხმარებელმა ამ პოსტის შემდეგ დაწერა, რომ არსება, რომელზეც ის წერდა, ძილგუდა აღმოჩნდა და ზოოპარკში დაიტოვეს.
„,ძილგუდაა ეს საყვარელი არსება. კარგად არის, ზოოპარკში დაიტოვეს, რომ გადაარჩინონ და მოუარონ. ზოგადად არ იტოვებენ, მაგრამ ისეთი პატარა და უსუსურია, ძალიან შეეცოდათ და გამონაკლისი დაუშვეს. ძალიან საყვარელი ადამიანები აღმოჩნდნენ ზოოპარკის ვეტერინარები და თანამშრომლები”.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ჩვენს გრძნობას წინ ვერავინ დაუდგა...“ – ცოლიანი ოთარ ტატიშვილი 19 წლის გოგონაზე დაქორწინდა
🔵„ეს არის პანიკის შექმნის ყველაზე ეფექტური გზა“ - ზურაბ გურული