კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი იმედოვნებს, რომ ჰომოფობიური ჯგუფების მიერ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა გარკვეულ შედეგს გამოიღებს. ორაშვილი ფიქრობს, რომ ამის მერე ქართული მედია აღარ დაუთმობს ეთერს ძალადობრივ ჯგუფს, რეიტინგისთვის.
„შეიძლება ახლა არაა სწორი დრო, მაგრამ დღეის შემდეგ ქართულ მედიას ნამდვილად მოუწევს საკუთარი დღის წესრიგის ცვლილება და იმ არაეთიკურ პრაქტიკაზე უარის თქმა, რომელიც წლების განმავლობაში იყო მათი პოლიტიკის ნაწილი.
იმედია, დღეიდან ნებისმიერი თემის გაშუქების დროს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას და სიფრთხილეს გამოიჩენენ და აღარ დაუთმობენ ეთერს ძალდობრივ ჯგუფებს, რეიტინგისთვის მხარეებად აღარ დაყოფენ ან ერთმანეთის პირისპირ აღარ დასვამენ მოძალადეს და მსხვერპლს და ამით ხელს არ შეუწყობენ ზიზღის და სიძულვილის ფართოდ გავრცელებას. და ბოლოს იმედი მაქვს ამ ქვეყანაში მართლა აღარასოდეს შეილახება ჟურნალისტების უფლებები და დაისჯება ყველა, ვინც დღევანდელი ბოროტება დაგეგმა და განახორციელა“, - წერს ნაჯა ორაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
შსს სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს
„ვფიქრობ, სპეციალურად იყვნენ შეგზავნილი ადამიანები, რომლებმაც იძალადეს“ - ხათუნა ჟორდანია
ცნობისთვის, დღეს 5 ივლის თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი ღირსების მარშის მოწინააღმდეგეები ლგბტ თემს, ღმერთის სახელით დაუპირისპირდა. მათი ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი საქართველოს საპატრიარქო იყო. უწყებამ მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. სასულიერო პირების ნაწილი ქართველობის დაცვის მოთხოვნით ადამიანებს ეუბნებოდნენ რომ „როცა სამშობლოს სჭირდება ვალდებულები არიან იძალადონ“.
მოგვიანებით, როდესაც დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს გასცდა „თბილისი პრაიდმა“ განაცხადა რომ „ღირსების მარში“ აღარ გაიმართება, რის საპასუხოდაც საპატრიარქომ 17 საათზე სამშვიდობო პარაკლისი გადაიხადა.