Digest Logo

„კატოკი“ კანალიზაციის ჭაზე დააყენა და 2 დღით წავიდა – აღმოჩნდა, რომ იქ მუშები იყვნენ“ - ამბავი, რომელზეც ბევრს იცინებთ

1632396251
მძმე ტექნიკა

სოციალურ ქსელში სახალისო ისტორია ქვეყნდება. საქმე ეხება მძიმე ტექნიკის მძღოლს, რომელმაც, კეთილი განზრახვით, საკანალიზაციო ჭას თავი თვითნებურად დაახურა და უსაფრთხოების მიზნით, ზეგ ე.წ კატოკიც დააყენა. მაშ ასე:

„ყურის ოპერაცია გავიკეთე ხეჩინაშვილთან 9-ში. პალატაში შემომიყვანეს ავადმყოფი, რომელსაც დამტვრეული ჰქონდა ყბები, ხელი მოტეხილი, ფეხი და ორი ნეკნი, მოკლედ თაბაშირშია ტიპი და ყბების ძვლები მავრთულით აქ დაბმული, ვერ აღებს პირს და ცოლი აჭმევს საჭმელს ....

ვიკითხე, რა მოგივიდა-თქო და დაიწყეს სიცილი... ცოლი ჰყვება: „კატოკზე“ მუშაობსო ! საღამოს სახლთან მოაგორა ეს „კატოკი“, გზაზე კანალიზაციის ჭის ლუქი ყოფილა ახდილი, ამას უფიქრია ვინმე ბავშვი არ ჩავარდესო და ზედ შედგა „კატოკით“! ჭაში შიგნით თურმე ორი კაცი მუშაობდა.

ვინ ჩაიხედა... პარასკევი საღამო იყოო, შაბათს ქორწილში იყო წასული, კვირას ნათლობაზეო... გათენდა ორშაბათი დილა, დაქოქა „კატოკი“, დაძრა და მეტი არ ახსოვსო, .... გახიეს ცემითო.“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ცვატა ბერძენიშვილი კოვიდით გარდაცვლილებზე - ბოდიში, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, თავად ამ გარდაცვლილების პასუხისმგებლობაცაა მათი ტრაგიკული შემთხვევები

🔵„უძვირფასესი მეგობარი დავკარგე დღეს“ - ვინ გარდაეცვალა ეკა კვესიტაძეს

🔵„ინვესტიციას გატირულებო, დამშვიდდით - უმჯობესია იმაზე იზრუნოთ, ჯარიმა მათ გადაიხადონ, ვინც ხელშეკრულებას ხელი მოაწერა “