Digest Logo

„ხელოვნურ სუნთქვაზე გადავდიოდი და იმ ჩაბერვით საკუთარ სულს და სიცოცხლეს გაძლევდი“ – რატი სამყურაშვილი 44 წლის გახდებოდა

1640351933
ეკატერინე ტოგონიძე

პოლიტიკოს რატი სამყურაშვილს 19 დეკემბერს 44 წელი შეუსრულდებოდა. ის 2020 წელს მძიმე სენით, სიმსივნით გარდაიცვალა. მისი მეუღლე, მწერალი ეკატერინე ტოგონიძე თავისი ცხოვრების დიდ სიყვარულზე სოციალურ ქსელში წერდა: 

„ბავშვმა მკითხა, რას აირჩევდი, მთელი ცხოვრება ასე ყოფილიყო თუ წასულიყო. ამაზე ისედაც ნაფიქრი მქონდა და ძალიან მტკიცედ ვიცოდი, რომ ყველაფერზე თანახმა ვიყავი, რადგან უშენობას სჯობს ყველაფერი. ვუპასუხე, რომ, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, მთელი ცხოვრება მეყოლებოდი… ზუსტად ვიცი, რატომ იცოცხლე იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით ვარაუდობდნენ. ეს ჩვენთვის გააკეთე, ხათრით და სიყვარულით, როგორც ყოველთვის ყველაფერი.

ძალიან მაწუხებს ის, რომ მშვიდი გამომშვიდობების და მადლობის ნაცვლად, თავზე დაგყვიროდი შეშლილი, არ მიღალატო-მეთქი, არადა ღალატი შენ საერთოდ არ იცი რა არის (თურმე ასეთი კაცებიც არსებობენ)!

დედაჩემის არაადამიანური ხმაც ჩამესმოდა სასწრაფოში რომ რეკავდა და სიცოცხლის გადარჩენის ჯაჭვს გიჟივით ვაკოწიწებდი, ვენაცვლებოდი ექთანს გულის მასაჟზე, ხელით, ძალით, ხელოვნურად გიმუშავებდი დაღლილ გულს და მერე როცა ექთანი აგრძელებდა ამის კეთებას, ხელოვნურ სუნთქვაზე გადავდიოდი, რომელიც არ ვიცი, როგორ კეთდება, მაგრამ ვიცი, რომ იმ ჩაბერვით საკუთარ სულს და სიცოცხლეს გაძლევდი.

გული გაიჩერა – ეს ფრაზა ექიმებისგან და ექთნებისგან ადრე რამდენჯერმე გავიგე და ძალიან ყურში მომხვდა, გამიკვირდა, რადგან არც ერთ სხვა ორგანოზე ასე არ ამბობდნენ. გაუჩერდა, ყველა სხვა ორგანო გაუჩერდა, მაგრამ გული თურმე გაიჩერა. ასეა დამკვიდრებული ეს ტერმინი და არის ამ სიტყვაში რაღაც ისეთი, რაც გაიძულებს, პატივი სცე ადამიანის გადაწყვეტილებას…

ადამიანებს გაუკვირდებოდათ, რატომ შიშისგან არ ვკვდები, როცა დღე არ გადის კრიტიკული ეპიზოდის გარეშე, რეანიმატოლოგი მეტყოდა, მიუშვით ექთნები, ასე თქვენ გახდებით სამკურნალო… ყველა, ვინც მსგავს რჩევებს მაძლევდა, უბრალოდ ვერ ხვდებოდა, სიყვარულის რა ენერგიაზე გყავდი მიერთებული. ბოლო 4 თვე ასეთი იყო ჩვენი ცხოვრება და მე მადლიერი ვარ ყოველი წუთის. მადლიერი ვარ, რომ შენ წამში კი არ გატრიალდი და გაქრი, სიტყვა კი არ შემატოვე პირში და წახვედი, არამედ ბოლომდე მომისმინე, ყველაფერი მათქმევინე და ყველაფერი გააკეთე, რომ ნელ-ნელა გესწავლებინა ჩემთვის ცხოვრება შენი სიტყვების, ჩახუტების და შენზე მოყრდნობის გარეშე. ჩემ თვალწინ გადაიქეცი ანგელოზად და მე მაინც გამიკვირდა, რომ გამიფრინდი…“ - წერს ეკატერინე ტოგონიძე.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ორგანოებით ვაჭრობა, „ქმრის ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი და ღირსებააყრილი პირველი ლედი!“ - სკანდალებში გახვეული სანდრა რულოვსი

🔵„ჯვარზე გაკრული“ ხატია ბუნიათიშვილი, დაწუნებული სიმღერები და სხვა სკანდალური ამბები პიანისტზე

🔵„ბატონო ზურა, სამშობლო 3-ოთახიან ბინაზე და საჭმელზე ბევრად ძვირი ღირს“ - ჟორჟოლიანი ზურა ყიფშიძეზე

🔵დაკარგული მეგობრები, სიყვარული და ოჯახი - ნოდარ მელაძის აქამდე უცნობი ამბები

🔵„რა მაგარი ამბავია, იმსახურებ ნამდვილად!“ - ნინუცა მაყაშვილი შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს