Digest Logo

„ხვალ რომ მომკლან... მიზეზის მეტი რა არის - გეტყვით ამათი ლოგიკით, რატომ ვარ არა მხოლოდ მოსაკლავი, არამედ წამებით მოსაკლავი...“

1626116671
მსახიობი გიორგი სუხიტაშვილი

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების საქმეს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს:

„ხვალ რომ მომკლან…

(მიზეზის მეტი რა არის, მე თვითონ უამრავ მიზეზს გეტყვით ამათი ლოგიკით, თუ რატომ ვარ არა მხოლოდ მოსაკლავი, არამედ წამებით მოსაკლავი)

ყველას არ ვკიდივარ?

პირველ დღეს ვაი-ვიში და ჩოჩქოლი, მეორე დღეს გაარკვევენ, რომ ადრე დაპატიმრებული ვიყავი, ეს ვიღაცების მოვალეობა მოსახდელ შეშფოთებას გადააფიქრებინებს და იტყვის, ეს კრიმინალი ყოფილაო. მერე გაარკვევენ, რომ მამაჩემი რუსეთში ცხოვრობს მრავალი წელია და აქ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

მავანიც გაიფიქრებს, რა ჩემი ფეხების მომღერალი ეგ იყოო. ავანსად ერთი ორიც ჩემს ნაცოდვილარ ნამღერს გააზიარებს, ვინმე ჩემი ნაცნობი ჟურნალისტი ერთ სიუჟეტს გააკეთებს და ეგაა დამსახურებულად ჩამფლავენ სადმე. მერე? მერე ისევ ის, რითიც დავიწყე, ყველას არ ვკიდივარ?“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ნანა გეგეჭკორი არის ნამდვილი გამონათება ჩემთვის პირადად და დიდი აღმოჩენა“ - სააკაშვილი ქართველი ექიმით აფრთოვანებულია

„ყველაზე მეტი ყ..ობა ამ კედელზე მხვდება..." გეგუჩაძე-ჩერგოლეიშვილი ერეკლე დეისაძე „თავს დაესხნენ"

„ლექსოს სიკვდილი უგვანი პროფესიული ქცევისა და არარსებული ეთიკური სტანდარტების ბრალიცაა“