სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ დღეს მისი ბენეფიციარის კიდევ 2 მოხუცი გარდაიცვალა.
ხვალ კი საოკუპაციო ხაზთან მიდის დათა პაპას მეუღლის მოსანახულებლად და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
„კიდევ 2 მოხუცი გამიფრინდა დღეს. თქვენი დახმარებით საკვებიც ჰქონდათ, წამალიც და შეშაც, მაგრამ ვეღარ გაუძლეს.
ხვალ დილით საოკუპაციო ხაზზე გავრბივარ! ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლო რომ გვყავდა, დათა პაპა, მის ოჯახში, მარტო დარჩენილ ვალია ბებოს უნდა ვუშველოთ.
შიმშილით ან სიცივით მკვდარი არ დამხვდეს ხვალამდე, მაგაზე ვდარდობ მხოლოდ. გვჭირდება საკვები, შეშა, წამლები!
#GE46BG0000000162684987
#GE13TB7962645063300009“, - წერს გიგა მაქარაშვილი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„გადაჭამეთ უკვე ერთმანეთი… ფარსია ეს ყველაფერი და ფარისევლები ხართ ყველა!“ - რას წერს ეკო ფანგანი
🔵არ ჩავაკეტვინოთ ქვეყანა, ყველაფერი ჩვენს ხელშია - რას წერს გიორგი ფხაკაძე