ეკონომისტი ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მთავრობას მიმართავს, რომ ქვეყნის ჩაკეტვა არ გაბედონ, რადგან ამას ვერც ეკონომიკა და ვერც ადამიანი გაუძლებს.
„თუ დასაშვებია ერთმანეთის მიყოლებით ათეულობით ათასი ადამიანისგან შემდგარი საპროტესტო აქციები, მაშინ დაშვებულია ჩვენთვისაც, ვიცხოვროთ და გადავაადგილდეთ ადამიანურად.
დაგვანებეთ თავი და გვაცხოვრეთ - ჩვენ ვმუშაობთ, ვქმნით ეკონომიკას, დაგვყავს შვილები ბაღებსა და სკოლებში. ჩვენ ვიხდით გადასახადებს და ჩვენ ამ ჩვენი „გახსნილი“ ცხოვრებით ერთმანეთს ვუხდით ხელფასს. დაგვანებეთ თავი, არ გაბედოთ ქვეყნის ჩაკეტვა. ამას ვერც ადამიანები და ვერც ეკონომიკა ვერ გადაიტანს", - წერს ოთო აბესაძე.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵მშობლებისგან მიტოვებული ზურა ხაჩიძის ცხოვრება - ქუჩის აკადემია, რომანი ქეთა თოფურიასთან და ქონება
🔵ჩემთვის მამაჩემს არ გაუკეთებია იმდენი, რაც ზურამ გააკეთა - ნინი ქარსელაძე
🔵ვინ არის ნინი ქარსელაძის 8 წლით უფროსი მილიონერი ქმარი
🔵რატომ ემალებოდა ნინო ჩხეიძის მამა ჟურნალისტებს 15 წელი - გაიცანით მომღერლის მშობლები