საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მის გაცემულ რეკომენდაციებს ქვეყანა არ ასრულებს.
როგორც ფხაკაძე წერს, მისი ყველა რეკომენდაცია და წინასწარ გათვლები სწორია და მართლდება.
„სერიიდან - ფხაკაძის რეკომენდაციების აღსრულება. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს…
სხვა რეკომენდაციებიც განხორციელდება, რა რა თქმა უნდა, უბრალოდ, დროს ვკარგავთ და სიცოცხლეებს…
დროულად დამიჯერეთ ხოლმე, ისე ამხელა/ამდენი საბჭოები კი იკრიბება და საბოლოოდ ერთ დასკვნამდე მივდივართ: გიორგი ფხაკაძის ყველა რეკომენდაცია და წინასწარ გათვლები არის სწორი და მართლდება და როგორც არ უნდა ატრიალო, საბოლოოდ ყველა ჩემი რეკომენდაცია სრულდება, ოღონდ დაგვიანებით. იქ, სადაც ბოლომდე არ მიჯერებენ და თავისებურად ამახინჯებენ, ყველგან ცხვირი წავიტეხეთ, სამწუხაროდ.
დაველოდოთ შემდეგ ნაბიჯებს და ეს არის:
✔️ელექტრონული კოვიდ სტატუსის დანერგვა (დეტალებზე ცალკე ვისაუბრებ).
✔️გადასვლა ერთ ვაქცინაზე (Pfizer-BioNTech და თუ დაამტკიცეს Miderna) ისე, როგორც ეს გააკეთა თურქეთმა
✔️სამედიცინო პირბადის სავალდებულო გამოყენება ყველა დახურულ და ღია თავშეყრის ადგილებში
✔️სოციალური დისტანცია უნდა იქნეს დანერგილი როგორც ნორმა და ყველა დაწესებულება, ტრანსპორტი და სერვისი ამაზე უნდა იყოს გადასული (მინიმუმ 1 მეტრი და საუკეთესოა 2 მეტრიანი დისტანცია)
✔️არ ჩავაკეტვინოთ ქვეყანა, ყველაფერი ჩვენს ხელშია
✔️აიცერით ფაიზერის ვაქცინით+ გამოიყენეთ მხოლოდ სამედიცინო პირბადე + დაიცავით დისტანცია (ხელებს თუ დაიბანთ, კარგი იქნება“- წერს გიორგი ფხაკაძე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„მე ვხედავ სიკვდილს, ორ კვირაში ხალხი უჟანგბადობით გარდაიცვლება“ - ფხაკაძის საგანგაშო პროგნოზი
🔵გაციება თუ კოვიდი? როგორ ვუმკურნალოთ და განვასხვაოთ - ექიმის რჩევები