Digest Logo

„ყოველ ჯერზე ვეგებით ანკესს" - გოგა ჩანადირი 8 აგვისტოს ომზე

1628420402
ჩანადირი ეკლესიაზე

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი საქართველოში რუსულ ოკუპაციას და 8 აგვისტოს ომის დეტალებს სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება. ამბობს, რომ ეს თარიღი უმძიმესია ქვეყნის უახლოეს ისტორიაში.

„8 აგვისტო უმძიმესი თარიღია საქართველოს უახლოეს ისტორიაში. რუსეთმა 30 წლის წინათ დაიწყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ხელახალი მიტაცება, რათა კავკასიიდან არ გასულიყო და საკუთარი სამხედრო ძალები აქ ჩაეყენებინა. ომი დღესაც არ დაუმთავრებია. რუსეთი ყველაფერში ბინძურად აფათურებს ხელს და ჩვენ რას ვაკეთებთ? ვუადვილებთ ომის მოგებასა და ჩვენს დამონებას. დიახ, არ მოგესმათ. ერთმანეთს გვაჭმევინებს და გვაძიძგნებს, ერის ენერგიას არამიზნობრივად გვახარჯინებს. არაფრით უნდა, რომ ერთმანეთში საერთო ენა გამოვნახოთ, იმიტომ, რომ იცის, ერთიანი საქართველო, ერთიანი ერი სულ გაიმარჯვებს, სულ ძლიერი იქნება, სულ დამოუკიდებელი იქნება. გვაშინებს სიახლეებით, დასავლეთისა და დემოკრატიის თითიდან გამოწოვილი სიცუდეებით. არ გვაძლევს საერთო ენის გამონახვის საშუალებას აფხაზ და ოს თანამემამულეებთან, აფერხებს და ახშობს ენერგოპროექტებს და ეკონომიკურ წინსვლას. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენი ომი რუსეთთან არაფრით გასცდა პირად, პარტიულ და კაბინეტურ ინტერესებს, ესეც რუსული იმპერიული ჩანაფიქრია და ყოველ ჯერზე ვეგებით ანკესს. ძალა ერთობაშია. ამიტომ უნდა ვიყოთ ერთად, ამიტომ უნდა გვქონდეს მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესები, ამიტომ უნდა დავუდგეთ გვერდით ერთმანეთს, რომ 8 აგვისტოები აღარ განმეორდეს. რუსეთი ოკუპანტია! დიდება გმირებს",- წერს გოგა ჩანადირი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

VIDEO: ლიონელ მესიმ პრესკონფერენციაზე იტირა - ნახეთ, ვიდეო

„ასეთი ფორმულირებით კითხვის დასმა ახლა დიდად სარგებლის მომტანი არაა" - კოტე მათითაშვილი მამა პეტრეს დაუპირისპირდა

VIDEO: სასწაული, რომელმაც ევიაში სოფელი ხანძრისგან იხსნა