თამუნა თანდაშვილის ინფიცირების მძიმე ისტორია, ალბათ ბევრს გახსოვთ, საბედნიეროდ, თამუნამ კორონავირუსთან ომი მძიმე დღეების შემდეგ მოიგო და ის გამოჯანმრთელებულთა რიცხვს შეუერთდა. ახლა კი სოციალურ ქსელში იმ ადამიანებს ამხნევებს, რომლებიც ამ მომენტში პანდემიას ებრძვიან.
„ძალიან ბევრ ადამიანს უდასტურდება კოვიდი, უამრავი ფეისბუკ „ალერთი“ მხვდება.
როგორც თქვენ მანუგეშებდით, სათითაოდ მინდა გითხრათ, რომ კარგად იქნებით და მალე გამოკეთდებით.
მეგობრებო არაფრის შეგეშინდეთ, კოვიდი ტვინში მოძვრება, დაახვედრეთ ძალა, სიცოცხლის სიყვარული და ბევრი იუმორი.
საკუთარი “კარონაც” ვარიანტია",- წერს თანდაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ვინ არის ქალი, რომელმაც „აიცერი და მოიგეში" 100 000 ლარი მოიგო
🔵„ამდენს სხვა კაცს არ მოვუთმენდი, ამას კიდევ თვალებში შევციცინებ“ - ვისზე წერს ნუკი კოშკელიშვილი