
ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე წერს. მისი თქმით, მაშინ, როცა ის კორონავირუსს საავადმყოფოში ებრძოდა, სალომე ზურაბიშვილმა მას საჩუქარი გაუგზავნა.
„სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილმა მაშინ გამაკვირვა სასიამოვნოდ, როცა კოვიდშეყრილს, სრულიად შეშინებულს სიმბოლური საჩუქარი გამომიგზავნა პალატაში. ამ ქვეყანაში მოიკითხო კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის ჯანმრთელობა, დიდი ამბავია.
საშუალო სტატისტიკურ ქოცზე მაღლა დგომას მაინც ნიშნავს და ისე, სერიოზულად, მე სულ ვამბობდი, რომ მისი მართვა არ იქნებოდა მარტივი.
მეტიც, შეუძლებელი. პაპუაშვილი კი არაა, ან მდინარაძე. მოგწონთ თუ არ მოგწონთ (და უფრო ხშირად არ მოგწონდათ) ფაქტია, რომ ხასიათს სულ ავლენდა“, - წერს ვიკა ბუკია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: მწვავე დაძაბულობა პირდაპირ ეთერში - ელისო კილაძე და თაკო ჩარკვიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
🔵„სააკაშვილს დავურეკე და ვთხოვე... “ - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი