Digest Logo

„საიდან ჰქონდა თაკო ჩარკვიანს 2009 წელს 843 000$, როცა მისი წლიური ხელფასი არ აღემატება 10 000 ლარს“ - ელისო კილაძის და თაკო ჩარკვიანის დაპირისპირება გრძელდება

1640766473
ელისო კილაძე და თაკო ჩარკვიანი

„2009 წელს თაკო ჩარკვიანს შეუძენია 643 600 $ შეფასებული მიწის ნაკვეთი ახმეტელისა და ლუბლიანას ქუჩებს შორის(6346 კვ.მ). საიდან ჰქონდა თაკო ჩარკვიანს 2009 წელს 843 000$, როცა მისი წლიური ხელფასი ყველა სამსახურში დეკლარაციის მიხედვით არ აღემატება 10 000 ლარს“, -  ამის შესახებ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში დაწერა და გადაცემა „სანაია“ - ში დაწყებული დაპირისპირება ამით გააგრძელა.

„ჩემი ქონება გამოიყურება ასე:

1.ჩემი მეუღლის ბინა ქუთაისში
2.ჩემი ბინა თბილისში
3.აგარაკი საჩხერეში.

ახლა ჩავხედოთ თაკო ჩარკვიანის მხოლოდ ორ შენაძენს (მიწის ნაკვეთებს), ბინებს მოგვიანებით დავუბრუნდები
2009 წელს თაკო ჩარკვიანს შეუძენია 643 600 $ შეფასებული მიწის ნაკვეთი ახმეტელისა და ლუბლიანას ქუჩებს შორის(6346 კვ.მ).

ამავე წელს ამავე მისამართზე ნაყიდი აქვს 2000 კვ მ კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი,რომლის ღირებულებაც 200 000$-ია. 2019 წელს მას აჩუქეს მიწის ნაკვეთი საგურამოში.

კითხვა მდგომარეობს შემდეგში:

1. საიდან ჰქონდა თაკო ჩარკვიანს 2009 წელს 843 000$, როცა მისი წლიური ხელფასი ყველა სამსახურში დეკლარაციის მიხედვით არ აღემატება 10 000 ლარს
2.ვინ აჩუქა 2019 წელს მიწის ნაკვეთი საგურამოში,ვანო ჩხარტიშვილმა თუ ვინმე სხვამ?!

p.s.ჩემს წონაზე ღლიცინი, ბედუკაძის ბრიფინგის ვიდეოების ფრიალი პასუხად არ მიიღება.

ფულის წარმომავლობა გვაინტერესებს, მის ბინებზე და ქმრის ქონებაზე ცალკე დავწერ“, - წერს ელისო კილაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵VIDEO: მწვავე დაძაბულობა პირდაპირ ეთერში - ელისო კილაძე და თაკო ჩარკვიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

🔵„სააკაშვილს დავურეკე და ვთხოვე... “ - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

🔵დედამიწის პირველი ხედი მთვარიდან (ფოტო)

🔵„31-ში, 15-20 წუთით ადრე, ვიდრე დაიწყება ახალი წელი “- მიხეილ ცაგარელის რჩევები იღბლისა და წარმატებისთვის

🔵VIDEO: ვახო მეგრელიშვილმა თავისი ნამღერით ია ფარულავა ააცეკვა