Digest Logo

„ყველა ჩემპიონობაზე და მიღწევებზე მაღლა რომ დგას ეს ის გრძნობაა" - კაპრალი თემურ დადიანი მამა გახდა

1627104868
კაპრალი თემურ დადიანი

გმირი კაპრალი თემურ დადიანი მამა გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

„ყველა ჩემპიონობაზე და მიღწევებზე მაღლა რომ დგას ეს ის გრძნობაა! მადლობა ჩემს მეუღლეს ამ განცდისთვის! დაიბადა ნოე დადიანი", - წერს თემურ დადიანი.

ინფორმაციისთვის, თემურ დადიანი ყოფილი სამხედროა, ავღანეთის ომში აქვს მონაწილეობა მიღებული და სწორედ იქ, 2011 წელს ნაღმზე აფეთქების შედეგად დაკარგა ქვედა კიდურები. თუმცა ამის მიუხედავად, ბევრი ადამიანისთვის იქცა არა მხოლოდ გმირობის მაგალითად, არამედ დიდი ნებისყოფისა და მიზანდასახულობის. რეაბილიტაციის შემდეგ ჩაერთო შშმ პირთა სპორტის სახეობებში და შშმ პირთა შორის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

2 შვილის მამა, ტრაგიკულად გარდაცვლილი მშობელი და ძალადობას „შეწირული“ - ცოტა რამ გარდაცვლილი ოპერატორის შესახებ

რას ჰყვება კაცი, რომელიც კომენდატის დროს მამა გახდა და პატრულმა გააჩერა

VIDEO: მოსიყვარულე მამა - როგორ აძინებს ანდრია გველესიანი პატარა ალექსანდრეს