„ლექსოს სიკვდილი ქართული სამაუწყებლო სივრცის უგვანი პროფესიული ქცევისა და არარსებული ეთიკური სტანდარტების ბრალიცაა, ტყუილის, სიმდარის, რეიტინგზე დახარბების ბრალიც“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქართველმა მთარგმნელმა ხათუნა ცხადაძემ დაწერა და მიმდინარე მოვლენები ვრცელი პოსტით შეაფასა.
ცხადაძის ეს მოსაზრება აბსოლუტურად გაიზიარა მწერალმა და მუსიკოსმა ერეკლე დესიაძემ. მან პოსტი საკუთარ ფეისბუკ კედელზე გააზიარა და დაწერა: „სიმართლე“
როგორც ჩანს, ერეკლე დეისაძის ეს პოზიცია საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, მათ შორის მარიამ გეგუჩაძისა და თამარ ჩერგოლეიშვილისათვის.
მათ ერეკლეს სტატუსის ქვეშ პოლემიკაც კი გამართეს:
მარიამ გეგუჩაძე: რა არის სიმართლე ერეკლე? მედიის ბრალეულობას ხედავ შენც, ლექსოს გარდაცვალებაში?
ერეკლე დეისაძე: მარიამ, მარტო ერთი პრიზმიდან თუ შეხედავ, ეგრე დაინახავ. მაგრამ აქ მთავარი რაშიც ვეთანხმები არის „ლექსო მოკლა სიბნელემ“ ამ სიბნელეში კი საპატრიარქოს და ხელისუფლებას ლომის წვლილი მიუძღვის, მაგრამ თავის დაბრმავება იქნება არ აღნიშნო მედიის წვლილი. მესმის, სიმართლე მტკივნეულია. მაგრამ ჰაერივით აუცილებელი.
მარიამ გეგუჩაძე: ერეკლე, რა ვიცი, იმის ახსნას არ დავიწყებ რომ მოწონება- არ მოწონებაზე არ უნდა გადიოდეს ადამიანის მკვლელობის სისასტიკის აღნიშვნაც და ვინმეს დადანაშაულებაც. შენც არ მოსწონხარ ძალიან ბევრს და მეც ალბათ, და რა?
როდესაც ლექსოს სცემდნენ, ერთი პოლიციელი იდგა და მთელი დღე 1 ან ორ პოლიციელს გზავნიდნენ. მოსაკლავად დაგვდევდნენ მაგ დღეს ადამიანებს და არავინ გვიცავდა.
მაგიტომ სცემეს ლექსოც და მირანდაც ეგრე. და ის ადამიანებიც, იმიტომ არ მოსულან ვინმეზე ძალადობის მიზნით რომ სტანდარტებმა გააფსიხეს ან თრეშს ვერ გაუძლეს. ძაან გთხოვ რა. მართლა რამე ხო არსებობს. ხო, სტანდარტების დარღვევამ გააფსიხა ფალავანდიშვილი. ისე კარგი ხალხია და მედიამ შეარყია... საერთოდ ჩავთიშოთ მედია და კარგად ვიცხოვრებთ. ეგ ყოფილა პრობლემა ამ ქვეყანაში.
გეგუჩაძე-დეისაძის კომენტარებს საკუთარი მოსაზრებით თამარ ჩერგოლეიშვილიც გამოეხმაურა:
თამარ ჩერგოლეიშვილი: ყველაზე მეტი ყ..ობა ამ კედელზე მხვდება. განათლება ტელევიზორიდან რომ მიიღე, იმიტომ გამოგდის კარგად მარტო სათაურების წერა.
ერეკლე დეისაძე: თამარ, შენ კიდე აქ ხარ?
თამარ ჩერგოლეიშვილი: არა, ნამოხვანში ვარ - მაკა სულაძისგან ტოლერანტობას ვსწავლობ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ლექსოს სიკვდილი უგვანი პროფესიული ქცევისა და არარსებული ეთიკური სტანდარტების ბრალიცაა“
„ამ თემას ასე საჯაროდ ბოლოჯერ შევეხები - იცით რა ქნა ნაცემმა, დასისხლიანებულმა ლექსომ?“
„ანაფორის ქვეშ იმალებიან მოძალადე, წამქეზებელი პირები“ - ჭოხონელიძე