მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა. მან საჯაროდ დაგმო ძალადობა და აღნიშნა, რომ ადამიანზე ძალადობას გამართლება არ აქვს.
„ეს რა ვნახე, ეს კუნთმაგარი ბიჭები როგორ იმეტებდნენ ადამიანებს თან ერთს რამდენი სცემდა, მიკვირს როცა ამას ვხედავ. ვფიქრობდი, ნუთუ რა ჩააგონა დედამისმა მათ, როდესაც ზრდიდა. რა მნიშვნელობა აქვს რა შედეგს დადებს ექსპერტიზა და რა იქნება მისი გარდაცვალების მისი, სულ რომ არაფერი მომხდარიყო და ლექსოს გული გასკდომოდა, მისი სიკვდილი მაინც ამ ვანდალიზმის შედეგი იქნებოდა. ასევე აღვშფოთდი სასულიერო პირებზე, ანაფორის ქვეშ იმალებიან მოძალადე, წამქეზებელი პირები. და აქვე მადლობას გადავუხდი სასულიერო პირების იმ ნაწილს, რომელიც ვითარებას ანეიტრალებდა, რომ არა ისინი, დღეს ხალხს საერთოდ არ ექნებოდა მათ მიმართ ნდობა“, - განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ლექსო ლაშქარავას ხვალ დაკრძალავენ
„მინდა, მაგრამ მრცხვენია, გეფიცები..." - მამა პეტრე
საპატრიარქოში ის სასულიერო პირები დაიბარეს, ვისაც 5 ივლისს გადაცდომა ჰქონდა