Digest Logo

„ლექსოს დასაფლავებიდან რეპორტაჟია და ინტერვიუს იღებენ პოლიტიკოსისგან, რომელიც აგერ, ახლო წარსულში დევნიდა მედიას“– მამუკა ღლონტი

1626179044
მამუკა ღლონტი

ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებელი მამუკა ღლონტი ქართულ მედიასივრცეში არსებულ პრობლემებს ეხმაურება, რომელიც მისი შეფასებით ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცავალებამ კიდევ უფრო გამოააშკარავა.

„არც დავწერდი ამ ტექსტს რომ არა:

ერთ-ერთი ტვ-ს ეთერში, ლექსოს დასაფლავებიდან რეპორტაჟია და ინტერვიუს იღებენ პოლიტიკოსისგან, რომელიც აგერ, ახლო წარსულში დევნიდა მედიას, მედიის თავისუფლებაზე საუბრობენ „ჟურნალისტები“, რომლებიც სახელისუფლებო დევნის დროს უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ „მაესტროელებს“ კი არ თანაგვიგრძნობდნენ, არამედ ხელისუფლების დავალებით გვდევნიდნენ.

ერთ მხარეს მდგომი „ჟურნალისტები“ ინდულგენციას უწერენ „კოლეგებს“ სახელისუფლებო რუპორებიდან, თითქოს ეს უკანასკნელნი აგერ გუშინ და დღესაც სახელისუფლებო ტყუილებს არ ავრცელებდნენ: ერთად ვართო! აბა გადართეთ მაგათ არხებზე და ნახავთ რა ერთად ხართ..

არ დავწერდი ამ პოსტს, მაგრამ ასე კიდევ უფრო დიდ უფსკრულში გადავიჩეხებით.

არაფერი ისე არ დაგვეხმარება და გვეამება როგორც სიმართლე… არავის განვიკითხავ წარსულის გამო, მაგრამ აღიარეთ მაინც რომ დღეს რასაც სამთავრობო არხებს საყვედურობთ, იგივეს აკეთებდით ახლო წარსულში და თქვით ხმამაღლა რომ ეს ცუდი და დამღუპველია, მეორე მხარემ კი აღიარეთ რომ რაც ყველაზე მეტად გეზიზღებოდათ იმას აკეთებთ ახლა, თორემ ასე ხელისუფლება რომ შეიცვლება დღევანდელი თავისუფლებისთვის მებრძოლების უმრავლესობა ისევ დაყრუვდებით და დაბრმავდებით და დღევანდელი პრივილიგირებულები ისევ ხელკეტებს მიუშვერთ თავს! ლექსოს დასაფლავების დროს მაინც მოაშორეთ ეკრანებს ის ბინძური პოლიტიკოსები, რომლებიც ხვალ ისევ მოკლავენ ლექსოს!“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

VIDEO: „ცდილობენ, როგორმე ლექსოს სახელი წაბილწონ"- ლექსო ლაშქარავას დედა

„ამ ქვეყანაში ჯობია არ მოკვდე, თორემ ნაწლავებსაც კი გადმოგიტრიალებენ და გვამზე იცეკვებენ“ - ბაია პატარაია

„ეს ბრაზი სად წავიღო“ - გარდაცვლილი ოპერატორის ცოლის პირველი კომენტარი