ცნობილი კულინარიული შოუ „მასტერშეფი“ „პირველ არხზე“ ახალ სეზონს 19 სექტემბერს დაიწყებს. მეექვსე სეზონს შოუ ჟიურის განახლებული შემადგენლობით შეხვდება.
ლუკა ნაჭყებია და კონსტანტინე თედელურთან ერთად, ჟიურის სამეულში ადგილს ქალი კულინარი, თეკუნა გაჩეჩილაძე დაიკავებს. ის ლევან კობიაშვილს შეცვლის.
ამ ცვლილებამ დიდი ინტერესი გამოიწვია „მასტერშეფის“ ერთგულ მაყურებლებში. ლევან კობიაშვილმა სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ ის ერთი თვის განმავლობაში იტალიაში მიემგზავრება, სადაც ქართულ რესტორანს ხსნის. სწორედ ამ მიზეზის გამო ლევანი შოუში მონაწილეობას ვერ მოახერხებდა.
„მარილი არ მოაკლოთ არაფერს, იცოდეთ, დოზირებულად, არც მეტი, არც ნაკლები“, – თქვა ლევანმა პირდაპირი ეთერის დროს.
10 ოქტომბრიდან შოუს თავადაც შეუერთდება.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ადვოკატის პირველი კომენტარი შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულზე