Digest Logo

შსს-ს საგანგებო განცხადება

1627751570
შანაე ბრუკი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავსტრალიის მოქალაქის, 31 წლის შანაი ბრუკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო.

უწყების ცნობით, დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები, ტარდება ყველა საჭირო ოპერატიული და საგამოძიებო და ღონისძიება:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს.

უცხო ქვეყნის მოქალაქე მიმდინარე წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. ​შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მთაწმინდის ფერდობზე სამძებრო ღონისძიებები დაიწყეს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ასევე, ძებნის ოპერაციაში ჩართული იყო საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახური.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო. დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები, ტარდება ყველა საჭირო ოპერატიული და საგამოძიებო და ღონისძიება“, - ნათქვამია უწყების მიერ აგვრცერლებუ განცხადებაში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„უყვარდა ეს ქვეყანა, მოვწონდით ჩვენ - მერე რაც მოხდა ყველა ვწერთ“

„უნდა გვესმოდეს რომ ეს ყველაფერი 5 ივლისის გაგრძელებაა“ - გიგი უგულავა

„გამოვა ახლა გომელაური/კობახიძე/ და იტყვის - მკვლელობა საშინელებაა, მაგრამ მკვლელობები ყველგან ხდება“ - ნიკა ქავთარაძე