Digest Logo

„მამას უმწეო ცრემლებს ვერ ვპატიობ სამყაროს... გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, მოულოდნელად იტირა უმწეობისგან“ – ნანა გეგეჭკორი

1645515419
ნანა გეგეჭკორი

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია, რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულ ვითარებასა და საქართველოს ომს შორის პარალელს ავლებს. გეგეჭკორი ომის პერიოდში მამამისის უმწეო მდგომარეობას დეტალურად აღწერს და ომით გამოწვეულ უსამართლობას უსვამს ხაზს.

„ბოლო დღეები, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს უკვე დანაწიბურებული ჭრილობები შემიხსნეს და სისხლისგან ხელახლა ვიცლები… რაც ახლა უკრაინის თავს ხდება, ამ მონსტრთან მარტოდ დარჩენილებმა გამოვიარეთ აფხაზეთი, სამაჩაბლო, თბილისის ქუჩები, 2008 წლის აგვისტო…

ჩვენი სიმართლე ამდენი წლის მერე გახდა თვალსაჩინო. ამასობაში კი ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ბრძოლამ.

მამას უმწეო ცრემლებს ვერ ვპატიობ სამყაროს. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, მოულოდნელად იტირა უმწეობისგან. მე და ჩემს ძმას დაგვიბარა - თუ მოვკვდი, საგვარეულო სასაფლაოზე, სოფელ გუდავაში, მდინარის პირას ცაცხვის ხის ჩრდილში დამასაფლავეთო.

სრულიად ჯანმრთელი, ახალგაზრდა მამაკაცი ცხარე ცრემლით ტიროდა ორ მცირეწლოვან შვილთან. მოთქვამდა რომ ვერ დაგვიცვა, ვერ გვიქმნიდა სწავლისთვის საუკეთესო პირობებს, მშობლებს რამე რომ მოსვლოდათ მათი დასაკრძალი ფინანსური რესურსის სხვისთვის თხოვნა მოუწევდა. სახეზე დარდი რომ არ შეიტყობა, ისეთი მამაკაცი ცრემლებით ტიროდა.

მამა საკუთარ უმწეობას რომ ტიროდა, ამ დროს დემოკრატიულ ბიუროკრატიებს მშვიდად ეძინათ…

ახლა ხომ ყველამ იცის სიმართლე, რომ რუსეთი ოკუპანტია, რუსული დიქტატურა კლავს…
სანამ ყველა არ მიხვდება, რაც არ უნდა შორს იყოს ტერიტორიულად უსამართლობა, ერთ დღეს შენამდე მობობღდება თუ არ იბრძოლე და სათანადოდ არ შეაფასე“, - წერს სოციალურ ქსელში ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵VIDEO: გიორგი მასხულიას ცემის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

🔵„დღეს მოერიდეთ ეჭვიანობას, მკვახე და უხეშ გამონათქვამებს, რადგან ასე მხოლოდ დაძაბავთ ურთიერთობას“ - ცაგარელი

🔵„როდესაც თქვენს სურვილებს ჩაუთქვამთ...“ - აუცილებელი ინფორმაცია, რაც 22.02.2022 მისტიკური დღისთვის უნდა ვიცოდეთ