Digest Logo

„ვერც კი წარმოვიდგენდი ბოროტების მასშტაბებს, რასაც კომენტარებში ან პირად წერილებში ვაწყდები ხოლმე“ - ნანა გეგეჭკორი

1639032164
ნანა გეგეჭკორი

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში არსებულ აგრესიულ გარემოზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ აღნიშნული ვითარება საშიშია და ის ძალიან აზარალებს როგორც ინდივიდს, ისე ზოგადად გარემოს.

„ურთულესი საყურებელია, როგორ სძულთ ადამიანებს ერთმანეთი, აშინებთ სიახლეები და ებრძვიან მათ, ვისაც გამოწვევების არ ეშინიათ.

როგორც არ უნდა სცადო, უსასტიკესი სიძულვილის და სიბინძურის ნიაღვარს დაუსხლტე, ვერანაირად ვერ ახერხებ...

ზოგჯერ მგონია, მალე ფიქრებშიც შემომივარდებიან გესტაპოები, რომ მათ მიერ დაწესებულ ჩარჩოებში მოაქციონ ჩემი აზრები.

ცხადია, ყველას აქვს უფლება იკამათოს, არ მოსწონდეს, რჩევები გასცეს, დააკვალიანოს, მიგითითოს და ასე შემდეგ, მაგრამ ის რაც ქართულ სოციალურ სივრცეში ხდება ჰუმანურობის ზღვარსაა გაცდენილი და არანაირი კავშირი არ აქვს ზემოთ ჩამოთვლილ მოქმედებებთან...

ვერც კი წარმოვიდგენდი ბოროტების მასშტაბებს რასაც კომენტარებში ან პირად წერილებში ვაწყდები ხოლმე...
90-იანი წლების ტრავმებმა, როგორც ჩანს, უმძიმესი კვალი დატოვა სოციუმზე... არც ახლანდელი ამბები იძლევა წინა ტრავმისგან განკურნების საშუალებას...

გულწრფელად მშურს ადამიანების ვისაც ოპტიმიზმი შემორჩა. მე აქაურობა მაშინებს...“ - წერს ნანა გეგეჭკორი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„სათქმელი თქვი, არ მოგერიდოს, თავი არ დაუხარო უფროსს, მხოლოდ იმის გამო, რომ შენი ზემდგომია…“ - მამა პეტრე

🔵„არანაირი გამონაკლისი არ დაიშვება, თუნდაც უარყოფითი ტესტი...“ - ნანა გეგეჭკორი საგანგებო ინფორმაციას ავრცელებს

🔵„დღეს მოერიდეთ ნერვიულობას და ზედმეტ ფორიაქს“ - მიხეილ ცაგარელი