ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთ სუპერმარკეტში შესწრებულ სახალისო ინციდენტზე წერს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.
„მარკეტში ბიჭი შემოვიდა ორმაგი პირბადით. ჯერ კარები ბეჭით გააღო, მერე ეს კარები ბეჭითვე დაიკავა, წამოინცო რეზინის ხელთათმანები და სასურსათო კალათა აიღო.
ვგრძნობ, რომ იუმორისტული გადაცემებში მოსაყოლ ახალ პერსონაჟს გადავაწყდი, ამიტომაც ფეხი ავითრიე და ჩუმი თვალთვალი დავუწყე.
სალაროსთან რომ მივიდა და ტყავის საფულიდან პატარა პინცეტით ფულის ამოკრება დაიწყო, აი მაშინ კი მომინდა პანჩური ამომერტყა მისთვის“, - წერს დათო ლიკლიკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ვინ აჩუქა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მხარდასაჭერი მაისური, რომელიც სასამართლოზე ეცვა
🔵„ნუ დამაჯერებ, რომ ქვეყნის 70% გამოკვალიაშვილებულია“ - ნუგზარ სულაშვილი
🔵ლეგენდარული სარაგბო კომენტატორი ზაალ გიგინეიშვილი გარდაიცვალა