აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 6 საათში 6 ტონა ტანსაცმელი შეაგროვა და გურჯაანში, სოციალურად დაუცველებს მოახმარს. აკა სინჯიკაშვილი პოსტს თან ურთავს ფოტოს.
„მართლა სასწაული ამბავი.
6 ტონა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ექვს საათში შეგროვდა. ეს ყველაფერი ჩავიტანეთ გურჯაანის მუნიციპალიტეტში და განაწილდება სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის. რამდენიმე ათას ადამიანს შეხვდება თქვენგან გაგზავნილი ნივთი. უამრავი ბავშვი გაიხარებს მიღებული სათამაშოებით.
უამრავი მადლობა გურჯაანის მერიის თანამშრომლებს და თქვენ, სათითაოდ ყველას, ვისაც არ დაგეზარათ და ერთი პატარა ნივთი მაინც გაუგზავნეთ სხვას.
მალე ისევ შევაგროვებთ. სიკეთე გადამდებია", - წერს აკა სინჯიკაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„მიმოიხედეთ და დაფიქრდით, რამდენი ვერ გადაურჩება ამ ზამთარს? " - რას ამბობს თამარ ჟამურაშვილი
🔵„კვებითი ხულიგნობა დიეტის დროსაც „მოსულა“ - რას ამბობს ცნობილი დიეტოლოგი
🔵„გაურთულდა კოვიდი... ილოცეთ ნათიასთვის" - ჯონდი ბაღათურიას მეუღლე კოვიდს ებრძვის