Digest Logo

„ცრემლისაგან ოდნავ დასველებული, მადლიერი თვალებით შემომხედა მან და მითხრა... " - ნახეთ, რა მოხდა ერთ-ერთ აფთიაქში

1632933978
სქრინი

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ირაკლი ღოღობერიძე წერს, რომ ერთ-ერთ აფთიაქში ძალიან ემოციურ მომენტს შეესწრო. მის წინ მდგარი მოხუცი ცოლ-ქმარი არასაკმარისი თანხის გამო, ბჭობდნენ, თუ რომელი წამალი არ უნდა ეყიდათ. ამის შემდეგ რაც მოხდა, უბრალოდ გაგაბედნიერებთ.

„ამ ბოლო დროს ძალიან გულჩვილი გავხდი. ყველაფერზე ცრემლები მადგება თვალებზე, ეტყობა სიბერეში შევდივარ მეც...

დილით ერთი ფირფიტა ანალგინის ყიდვა მინდოდა და ჩვენი ქუჩის კუთხეში მდებარე ავერსის აფთიაქში შევედი.
ჩემ წინ მოლარე ოპერატორთან მოხუცი ცოლ-ქმარი იდგა. წელში მოხრილი, თმა გათეთრებული, ხელებ აკანკალებული, ასე ალბათ, 80 წელს მიღწეული ქალბატონი და თითქმის იმავე ასაკის, ან მასზე 3-4 წლით უფროსი მამაკაცი, ყავარჯნებით ხელში.

ფურცელზე ჩამოწერილი წამლების გრძელი სია გადასცა აკანკალებული ხელით ქალბატონმა მოლარეს და ჰკითხა:
- აი შვილო, ეს წამლები თუ გაქვთ და რა დაგვიჯდება?

მოლარემ კომპიუტერში დაიწყო გადამოწმება და რამდენიმე წუთში უპასუხა:

- დიახ ქალბატონო, აქ ჩამოთვლილი ყველა დასახელების წამალი გვაქვს და საერთო ფასი თქვენი ბარათის გათვალისწინებით გამოდის 245 ლარი.

- ახლავე გენაცვალე - თქვა ქალბატონმა.

გაცვეთილი საფულე ამოიღო ჩანთიდან და ფულის გადათვლა დაიწყო.

- გივი, მე მხოლოდ 205 ლარი მქონია. შენ არაფერი გაქვს, რომ დამიმატო?
გივიმ ჯიბეები მოიჩხრიკა და 15 ლარი მოიძია.

- 25 ლარი გვაკლდება გივი, რა ვქნათ?

- ჩემი „ცილოზეკი" ამოიღე სიიდან და აქეთ დაგვრჩება ფული - უპასუხა გივიმ.

- რას ამბობ ბიჭო, ისედაც დახშული გაქვს სისხლძარღვები ფეხებზე, მაგის ამოღება როგორ შეიძლება ? აჯობებს ჩემი „ქსარელტო" ამოვიღო, უფრო ძვირია.

- შენ ხომ არ გაგიჟდი გოგო? მერე შენ თრომბებს რა ეშველება? კამათობდნენ მოხუცები.

მე მობილურზე სწრაფად აი, ეს ტექსტი ავკრიფე და მოხუცებს ვთხოვე:

- თუ შეიძლება, ტყუილად რომ არ ვიდგე, მხოლოდ ვიკითხავ აქვთ თუ არა ჩემი წამალი?

- ბოდიში შვილო, შეგაყოვნეთ, რა თქმა უნდა, მიბრძანდით - მიპასუხეს მოხუცებმა. მივედი და მოლარეს მობილურში დაწერილი ტექსტი ვაჩვენე...ცრემლისაგან ოდნავ დასველებული, მადლიერი თვალებით შემომხედა მან და მითხრა:

- კი ბატონო, გვაქვს, მხოლოდ ჯერ ამ მომხმარებლებს მოვემსახურები.

ისევ ააწკაპუნა კომპიუტერის ღილაკები და მოხუცებს უთხრა:

- ბედი გქონიათ, თქვენ 30 ლარიანი ფასდაკლება ამოგივიდათ წამლებზე და 215 ლარის გადახდა გიწევთ.

ბედნიერი სახეებით შეხედეს ერთმანეთს გახარებულმა ცოლ-ქმარმა. მე არ ვიცი რა გრძნობა დამეუფლა, იყო ეს სიხარული იმისა, რომ სხვას დავეხმარე თუ უფრო წუხილი და დარდი ქართველი მოხუცების ბედზე, ვერ გეტყვით", - წერს ირაკლი ღოღობერიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„დიდხანს სცადა დედამიწაზე დარჩენილიყო, მაგრამ ყველაფერი დასრულდა" - ეკა ჩიკაშუა გარდაიცვალა

🔵„გაურთულდა კოვიდი... ილოცეთ ნათიასთვის" - ჯონდი ბაღათურიას მეუღლე კოვიდს ებრძვის

🔵„არც რესტორანში, არც სასტუმროში, არავის მოუთხოვია აცრის თუ გამოჯანმრთელების საბუთი“ - რას ამბობს იაგო ფრანგიშვილი

🔵„აი, ხომ წაგასწარი, შე უდღეურო! ჯერ სად ხარ! ცოტაც და მალე მოგიღებ ბოლოს!" - რა შეემთხვა მაია მუშკუდიანს

🔵მაია ასათიანმა „რუსთავი 2" -ის შემდეგ „TV პირველიც" დატოვა