ცნობილი დიეტოლოგი, ნატა გაგუა სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს და ამბობს, რომ ერთ-ერთი პაციენტი, რომელიც ბოლო კონსულტაციაზე უფრო მკაცრი დიეტის შედგენას სთხოვდა, „ბასკინ-რობინსში“ ნაყინს მიირთმევდა.
„გუშინ „ბასკინ-რობინსში“ ჩემი პაციენტი დიდი სიამოვნებით მიირთმევდა ნაყინს.
ბოლო კონსულტაციაზე მთხოვა, უფრო მკაცრი დიეტა შემიდგინე, ძალიან ნელა ვიკლებ წონაშიო, თუმცა ზუსტად ვიცავო.
რთულია ნუტრიციოლოგობა, ეს ქალაქიც პატარაა.
მშვიდად ვარ, რომ ვერ დამინახა. თუ წაიკითხავს სტატუსს, მინდა დავამშვიდო, მეც დამირღვევია დიეტა.
ასე, რომ კვებითი ხულიგნობა დიეტის დროსაც „მოსულა“.
მთავარია მოტივაცია არ დაკარგო და შენმა არჩევანმა სიამოვნება და სიხარული მოგიტანოს“, - წერს ნატა გაგუა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„დიდხანს სცადა დედამიწაზე დარჩენილიყო, მაგრამ ყველაფერი დასრულდა" - ეკა ჩიკაშუა გარდაიცვალა
🔵სატელევიზიო გადაცემა „შორენას ეფექტი" ეთერში აღარ გავა
🔵„გაურთულდა კოვიდი... ილოცეთ ნათიასთვის" - ჯონდი ბაღათურიას მეუღლე კოვიდს ებრძვის