Digest Logo

„მას შეუძლია ადამიანები დაიცვას კლინიკაში მოხვედრისგან და სიკვდილისგან!“ - კულუმბეგოვი

1627967382
ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ექიმი სოციალურ ქსელში წერს, ამ დროისთვის, საქართველოში ჰოსპიტალიზაციის პროცენტი 19.6% -ია, რაც ბრიტანეთისას საგრძნობლად აღემატება.

კულუმბეგოვი ამბობს, რომ მიზეზი ვაქცინაციაა.

„ამ მომენტში საქართველოში ჰოსპიტალიზებულია 6082 პაციენტი, კოვიდის აქტიური შემთხვევების რაოდენობაა 30 943 ანუ ჰოსპიტალიზაციის პროცენტი 19.6% -ია.

შედარებისთვის დიდი ბრიტანეთში ჰოსპიტალიზებულია 5 943 პაციენტი (უფრო ნაკლები ვიდრე საქართველოში), აქტიური შემთხვევების რაოდენობაა 1 236 459 პაციენტი ანუ პოსპიტალიზაციის პროცენტი 0.48%-ია.

ამ დრამატული სხვაობის ერთადერთი მიზეზია ვაქცინაციის მაჩვენებელი ბრიტანეთში 63.8%, საქართველოში 6.7%.

#ვაქცინაციამუშაობს და მას შეუძლია ადამიანები დაიცვას კლინიკაში მოხვედრისგან და სიკვდილისგან!", - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„გავიმარჯვე, კორონა აღარ მომეკარება" - 90 წლის ბლოგერი

რა ცოდნა უნდა გადასცეს მოსწავლეს პედაგოგმა, რომელიც ანტივაქსერია?! - ხათუნა ზახაშვილი