Digest Logo

„მაშინ ძალიან დამთრგუნა მისმა სიტყვებმა"- რას იხსენებს თამარ ივერი

1626457914
თამარ ივერი

ცნობილი საოპერო შემსრულებელი, სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში ვენაში გადამხდარ ისტორიას იხსენებს და ამის შესახებ პოსტს აქვეყნებს. 

"დღეს რა მარქსია ჩემი მხრიდან მოსატანი, მაგრამ ვენაში ვარ, ერთ შენობას ჩავუარე და უნებურად გამახსენდა იმ შენობაში მიღებაზე ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელსაც რაღაც ჩვენი მართლმადიდებლობის თემაზე ვესაუბრებოდი. უცებ გამაწყვეტინა და მითხრა: ქალბატონო თამარ ,იცით თუ არა, რომ ყველანაირი რელიგია გასაბრუებელი ოპიუმივითაა ადამიანებისთვის? ყველა რელიგიურად მოაზროვნე ხალხი თვლის რომ მორწმუნე ცხოვრებით ცხოვრობს, არა და,რომ გადახედოთ მთელი მსოფლიოს ისტორიას, ყველაზე დიდი ტერაქტები, დაპრისპირებები, ომები, ფაშიზმი და ა.შ ყველაფერი რელიგიის სახელით ხდება და ყველაფრის თავში და შუაში რელიგიააო. აბა,წარმოიდგინეთ ერთი დღით რომ მსოფლიოში საერთოდ არანაირი, არც ერთი მიმართულების რელიგია არ არსებობდეს. აი,მაშინ მიხვდებით თუ რა მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება გვექნებოდა ყველასო. მახსოვს, მაშინ ძალიან დამთრგუნა მისმა სიტყვებმა", - წერს თამარ ივერი.

✅ასევე დაგაინტერესებთ:

ძალადობისკენ მომწოდებელ მღვდელს ეკლესიაში „სასტიკი საყვედური“ გამოუცხადეს

„დღეს ქართულ ეკლესიაში არის პრობლემები. დიახ, ეკლესიას საეჭვო პირები მიეტმასნენ, ამოეფარნენ და მას სახელს უტეხენ“

„ეკლესიაში მძლავრობს მე-5 კოლონა“– დეკანოზი ზაზა თევზაძე