Digest Logo

„მძიმე ჯაფა ადგათ ექიმებთან ერთად ექთნებს, სანიტრებს... არის ურთულესი და რიგ შემთხვევებში შეუძლებელიც...“ - რას წერს ექიმი ანი ქავთარაძე?

1631121927
 ანი ქავთარაძე

ალბათ, გახსოვთ, სოციალური ქსელის მომხმარებელმა კოვიდკლინიკაში მუშაობის დროს, თავისი დის ანაზღაურება გაასაჯაროვა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

როგორც ლანა ოსიშვილის ფეისბუკ პოსტიდან ირკვევა, მის დას ხელფასის სახით, 219 ლარი და 52 თეთრი ერიცხებოდა.

სწორედ ამ ამბავს გამოეხმაურა ექიმი, ანი ქავთარაძე და სოლიდარობა გამოუცხადა ბრძოლის ველზე მყოფ მედპერსონალს.

„სტუდენტობის ბოლო 3 წლის განმავლობაში ვიყავი ჯერ ექთნის დამხმარე, შემდეგ ექთანი. იმ პერიოდში სანიტრის არაერთ ფუნქციასაც ჩვენ ვითავსებდით.

ამიტომ, ზუსტად ვიცი, რა მძიმე ჯაფა ადგათ დღეს ექიმებთან ერთად ექთნებს, სანიტრებს, მით უმეტეს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტებში, სადაც მათ, განსხვავებით სტანდარტისგან (სადაც 1 მაქსიმუმ 2 პაციენტი უნდა ჰყავდეთ), არაერთი უმძიმესი პაციენტი აბარიათ.

ფიზიკურად არის ურთულესი და რიგ შემთხვევებში შეუძლებელიც, შეასრულო არამხოლოდ დანიშნულება, საათობრივად, არამედ მოასწრო სხვა მრავალი - გაგზავნო მასალები კვლევებზე (ან გადაიყვანო კვლევაზე), ჩაატარო უამრავი პროცედურა, დაწყებული თეთრეულის გამოცვლით, დასრულებული 2 საათში ერთხელ ბრუნვით და ა. შ. ამასთან ერთად მოახდინო სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი და დროულად განსაზღვრო ექიმის ჩარევის აუცილებლობა.

უსასრულოდ შემიძლია ვისაუბრო ამ შრომაზე, მოკლედ კი - ჩემი სოლიდარობა ყველა ექიმს, ექთანს, დამხმარეს, სანიტარს, ინჟინერს... მადლობა, თქვენი, დაუფასებელი შრომისთვის, მით უმეტეს ახლა, როდესაც ამ ყველაფერს, რთული ფსიქოლოგიური გარემოც ემატება!“, - წერს ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„გაგაკოტრებდათ თუ დაგაზარალებდათ პატარა სიკეთე რომ გაგეკეთებინათ, შეგირცხვათ ნამუსი!“ - ვის მიმართავს თამაზ ელიზბარაშვილი?

🔵ცნობილია, ვინ არის შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული

🔵„ეს ჩემი დის ხელფასია, როცა კოვიდ კლინიკაში მუშაობდა... ამაზე სამარცხვინო საქციელი კიდევ რა შეიძლება იყოს“