Digest Logo

ცნობილია, ვინ არის შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული

1631116267
შანაი ბრუკი

„კურიერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, 33 წლის ავსტრალიელი პედაგოგის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული 33 წლის რაფაელ მურსაკულოვია.

დღეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ავსტრალიელი მასწავლებლის მკვლელობა გახსნილია და მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.

ავსტრალიის მოქალაქე, რომელიც საქართველოში წელიწადზე მეტია ცხოვრობდა და ინგლისურს ასწავლიდა, 30 ივლისს გაუჩინარდა.

მომხდარის შესახებ თავდაპირველად სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა დაწერა. მისივე ინფორმაციით, ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, როცა მასზე თავდასხმა მოხდა.

ახალგაზრდა ქალის ცხედარს მთაწმინდის ფერდზე მეორე დღეს მიაგნეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„შანაის უყვარდა საქართველო. მისი ბუნების, კულტურისა და ხალხის გამო - შანაი ბრუკის ძმის პირველი კომენტარი

🔵„დაბადების დღეზე ძმა მოკლა... იმ დროს დედა სახლში არ იყო, შინ მისულს ერთი შვილი ძირს დაგდებული, დაჭრილი დახვდა, მეორე ბღაოდა, რა ჩავიდინეო“ - გაუხმაურებელი ამბავი

🔵„თბილისმა უნდა იცოდეს, რომ დავკარგეთ ადამიანი, რომელსაც ძველი თბილისი საკუთარ ხელში ეჭირა“ – სამწუხარო ამბავი