Digest Logo

„ამოაძრო ელექტროშოკი და სახესთან ამიპრიწინა, ამ დროს ხელში 9 თვის ბავშვი მეჭირა...“ - რას ჰყვება გოგონა ტაქსის მძღოლზე

1625490679
ტაქსი ტაქსი

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ტატა ხარატიშვილი პოსტს ასაჯაროებს და თავს გადამხდარ ისტორიას მეგობრებს უყვება.

მისი თქმით, ტაქსის მძღოლმა ელექტროშოკი სახესთან „აუწკაპუნა“, რადგან ლგბტქ თემის დამცველი იყო.

„ზუსტად 2 საათის წინ მეუბნებოდა გოგა, რომ მხოლოდ ლგბტ წარმომადგენლებზე კი არა, მათ უბრალოდ მხარდამჭერებზეც აგრესიულად არიან განწყობილი და ეგრე აგიხდეთ ყველაფერი.

კოჯრიდან გამოვიძახე ტაქსი, 40 ლარი მითხრეს ორივე გზა. თავისუფლების მოედანი გადაკეტილი იყო, რა ხდება-თქო ჩავილაპარაკე და მეც დღეს მანდ მივდივარ-ო, რომელ მხარეს-თქო, რას ჰქვია, რა თქმა უნდა ლგბტ დასარბევად-ო, სახე ამეშალა უცებ და გაოცება ვერ დავმალე.

ზუსტად წამის მეასედში ამოაძრო ელექტროშოკი და სახესთან ამიპრიწინა. ამ დროს ხელში 9 თვის ბავშვი მიჭირავს და ერთიანად ავკანკალდი, ვერაფერი ვუთხარი ვერც ლგბტ თემი დავიცავი, უბრალოდ გავშრი, ბავშვზე შემეშინდა.

კამერა გავხსენი და გადაღება დავიწყე. არაფერი მახსოვს, ჯერ ვიდეოსთვისაც არ მიყურებია რომ აღვიდგინო, მარტო ის მახსოვს რომ დუბინკა ამოაძრო კიდევ მერე.

ბავშვი ექიმთან შევიყვანე, მძღოლი მელოდებოდა, შიშისგან მართლა გონება დამებინდა და მეგობრების ჩათში დავწერე რაც მოხდა. ნუ 2 წუთში დავწყნარდი, მოვალო მითხრეს და შევგულიანდი, მძღოლს მხოლოდ ერთი გზის, 20 ლარი მივეცი და გავუშვი.

ამით არ მთავრდება, სანამ მე დავრეკავდი 200-200-ში და მოვთხოვდი პასუხს, თვითონ დამირეკეს 20 ლარი რატო მიეცი მძღოლს, 40 ორი გზა იყო და ერთი გზა თუ გინდოდა 24 უნდა მიგეცა-ო.

თავი ვეღარ გავაკონტროლე, ვუთხარი რომ ეგ მძღოლი სახესთან ელექტრო შოკს მიპრიწინებდა და მაგ 20 ლარსაც უკან დამიბრუნებდნენ, ასევე ვუთხარი რომ ვიდეო მქონდა და გავასაჯაროებდი.

გამითიშეს, ვურეკავ და არ იღებენ.

მოკლედ ამით იმის თქმა მინდა, რომ აქამდეც ვიცოდი ჩემი მეგობრები რამხელა წნეხში იყვნენ, ეს ამის მემილიონედია ვიცი, მაგრამ რაც მე ამ მემილიონედით განვიცადე, მაგას განიცდიან ყოველდღე და ყოველ წამს.

გული დამეწვა, მართლა..

ასმაგად თქვენს გვერდით ვართ, ასმაგად მიყვარხართ.

სიყვარული არის სიყვარული“- წერს ტატა ხარატიშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ზურა და პაატა ხაჩიძეები „პრაიდის“ კონტრაქციას შეუერთდნენ

მოძალადეებმა ხეთაგუროვზე დაჭრეს ტურისტი, რომელსაც საყურე ეკეთა - თვითმხილველი

უმძიმესი კადრები - ჟურნალისტს „პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის 50-მდე მონაწილე ფიზიკურად უსწორდება