მუსიკალურ ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრები, ზურა და პაატა ხაჩიძეები „პრაიდის“ კონტრაქციაზე იმყოფებიან.
პაატა აქციაზე გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და წერს: „ჩემი საქართველო აქ არის…“
ცნობისთვის, „პრაიდის კვირეული“ საქართველოში 1-5 ივლისს იმართება. კვირეულის ფარგლებში სულ 3 ღონისძიება დაიგეგმა. 1-ელ ივლისს დოკუმენტური ფილმის კინოჩვენება გაიმართა, 3 ივლისს - პრაიდ ფესტივალი, კვირეულის მთავარი აქტივობის, „ღირსების მარშის“ ჩატარება კი 5 ივლის დაიგეგმა.
„ღირსების მარშის“ ჩატარების წინააღმდეგ მობილიზებულები არიან ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები. მარშის გაპროტესტებისკენ მოწოდება გააკეთა საპატრიარქომაც. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფის“ სახელით გაავრცელა განცხადება და 18 წლამდე ასაკის ბავშვებსაც მოუწოდა რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ.
5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მოგვიანებით, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ვითარება ამ დრომდე დაძაბული რჩება. ღირსების მარში გადაიდო, ხოლო საპატრიარქო 17:00 საათზე სამშვიდობო პარაკლისს გადაიხდის.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
მოძალადეებმა ხეთაგუროვზე დაჭრეს ტურისტი, რომელსაც საყურე ეკეთა - თვითმხილველი
საპატრიარქო: 17 საათზე, ქაშვეთის ტაძარში ტარდება სამშვიდობო პარაკლისი
„მთავარი მჩაგვრელი იესოს სახელით მქადაგებელი პატრიარქია“ - გიგი უგულავა პატრიარქს აკრიტიკებს