Digest Logo

„მე იმ წრეში ვარ, სადაც 5-იანის შემოხაზვა პრობლემაა... წავალ და მხარს დავუჭერ სწორ ინსტინქტს“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

1635589272
„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ არჩევნებზე სწორ ინსტინქტს დაუჭერს მხარს. მისი თქმით, თავად საზოგადოების იმ ნაწილს ეკუთვნის, ვისთვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ შემოხაზვა პრობლემაა.

„წავალ და მხარს დავუჭერ სწორ ინსტინქტს – ძალაუფლების განაწილების თუნდაც არასრულყოფილ მცდელობას. მე იმ წრეში ვარ, სადაც 5-იანის შემოხაზვა პრობლემაა.

ჩემს გარშემო მყოფებს სასტიკად არ მოსწონთ „ბათუმი თურქებისთვის არ ამიშენებია“ და გულწრფელად ვერ ხვდებიან, რა განსხვავებაა 2012 წლის დროინდელ „ბათუმი თურქულ ჩეჩმად გადაიქცას“ შორის.

ჩემ გარშემო მყოფებს ვარდების რევოლუციიდან სწორედ ის მემკვიდრეობა მოსწონთ, რასაც ხუთი ნომრის ლიდერი ასე საგულდაგულოდ ემიჯნება – სეკულარული, ლიბერალური დემოკრატია – ჩემს გარემოცვას სწორედ ამ მემკვიდრეობაზე დაშენებად წარმოუდგენია ქვეყნის ნათელი მომავალი.

მე იმ წრეში ვარ, სადაც ადამიანებს გული ერევათ რელიგიის სახელით სპეკულირებებზე, საჯიშე ბიჭების გადასარჩენად წარმოებულ ყალბ ომზე.

მე იმ წრეში ვარ სადაც ადამიანებს გული ერევათ სიხარბეზე, კონფორმიზმზე, საყოველთაო უფასოობაზე … “ხელები შორს ქართული ბუნებიდან”-ზე.

მე იმ წრეში ვარ, სადაც ადამიანებისთვის კატეგორიულად მიუღებელია “არჩევნებს აზრი არ აქვს, შულერთან სათამაშოდ არ სხდებიან” – ჩემი გარემოცვა თვლის რომ ლიბერალურ დემოკრატიას, რესპუბლიკას ალტერნატივა არ აქვს და ამის მიღწევა მხოლოდ არჩევნებით შეიძლება.

ეგეთები დამრჩნენ, სხვები ისევე ჩამომტყდნენ, როგორც ივანიშვილს ჩამოსძვრა პროდასავლური დეკორაციები.

მაგრამ თუ გვინდა, რომ ამ აღვირახსნილ პოპულიზმს გასაქანი არ მიეცეს, უნდა დავამტკიცოთ რომ არჩევნებს აზრი აქვს.

უნდა დავამტკიცოთ, რომ ცვლილებები დემოკრატიული გზით შესაძლებელია. და რაც მთავარია, როგორც არ უნდა დასრულდეს დღევანდელი დღე, შემდეგ არჩევნებზეც იგივე უნდა ვამტკიცოთ:

1) ძალაუფლების რეალურ დანაწილებას და პროპორციულ არჩევნებს ჩვენს სინამდვილეში ალტერნატივა არ აქვს.

2) როგორც ქვეყანას, ნორმალურობა გვჭირდება და ნორმალური დემოკრატიული ცვლილებები – მხოლოდ ნორმალურობა დაგვაახლოებს ჩვენს ისტორიულ ამოცანას, თავისუფალ სამყაროში ინტეგრაციას.

მოკლედ, ცხვირზე ხელი მოვიჭიროთ და შემოვხაზოთ ხუთიანი – ამით თქვენ ხუთიანს კი არ მისცემთ ხმას, არამედ დემოკრატიულ ცვლილებას და არჩევნებში რწმენას – რწმენას, რასაც სწორედ 5 ნომრის ლიდერი, ასე საგულდაგულოდ ანადგურებდა, როცა საპროტესტო ელექტორატს უკიჟინებდა რომ „არჩევნებს აზრი არ აქვს”,- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵რა ვაჩუქოთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს

🔵„ძალიან, ძალიან ტრაგიკული დღეა... მივდივარ უბანზე ძალიან მძიმედ“ - რას წერს თინა ხიდაშელი

🔵„ჩემი ხმა ეკუთვნის კახა კალაძეს, რომელმაც ეს ქალაქი 4 წელიწადში სხვანაირი გახადა“ - მამუკა მდინარაძე

🔵VIDEO: „ხმა მივეცი კახა კალაძეს“ - თბილისის მერი საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა

🔵„უკვე ვიყავი არჩევნებზე, კარგი აქტიურობაა“ - სანდრა რულოვსის განცხადება (ფოტო)