Digest Logo

„მე ის ბიჭი ვარ, მოძღვარო, რომელსაც შარვალი არ ჰქონდა და ტაძრიდან გამოაგდე…“ – მამა ნექტარიოს მჭედლიძე

1631597189
ნექტარ მჭედლიძე

მამა ნექტარიოს მჭედლიძე სასულიერო პირთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ერთი ისტორიას მოგიყვებით ჩემს ყოფილ მოძღვარზე ! 2006 წელი იყო არ ვიცოდი რა იყო ეკლესია, როგორი წესი უნდა დამეცვა შიგნით რომ შევიდოდი, უბრალოდ მძიმე პერიოდი მქონდა, სამყარო მეზიზღებოდა (გარდატეხის პერიოდი) მაშინ ვმუშაობდი სტაჟიორად ლაგოდეხში რადიო „ჰერეთში“ მოვამზადე სიუჟეტი მინდოდა ის დღე ბოლო ყოფილიყო ვერავისთან ვერაფერს ვამბობდი, გაქცევა მინდოდა ყველაფრისგან, ვფიქრობდი სუიციდზე, ვფიქრობდი დედაზე, უბრალოდ ძალიან ცუდად ვიყავი მინდოდა მეღრიალა რატომ დავიბადე რა არსებითი აზრი ჰქონდა ჩემს მოსვლას დედამიწაზე, რადიოს ოფისთან ახლოს იყო ყაზანის ღვთისმშობლის ეკლესია, წავედი მინდოდა საუბარი მღვდელთან. მე მეგონა მისი სახით, იქ ღმერთი დამხვდებოდა, მეცვა შორტი მოძღვარი რომელიც იქ დამხვდა არც მომისმინა მეორედ შორტებით მოსვლა არ გაბედო ტაძარში, ხვალ მოდი ნორმალურად და მოგისმენ, გამაოცა ვერაფერი ვთქვი, ვიფიქრე ღმერთსაც არ უყვარვარ, მივედი მეორე დღეს ისევ შორტებით ისევ უხეშად შენ ქართული არ გესმის შარვალი ჩაიცვი, მამაო მე შარვალი არ მაქვს ღმერთია მოწამე არ მქონდა არ ვიყავი მდიდარი ოჯახიდან, არ მომისმინა მოძღვარმა რადგან მე შორტი მეცვა, მაშინ ვთქვი მე რომ ღმერთი მიყვარს მასთან ამას საერთო არ აქვს, 18 წლის მოზარდი რომელიც ვფიქრობდი სუიციდზე მღვდელმა შორტების გამო ტაძრიდან გამომაგდო, მაშინ ბავშვურად ღმერთს აღუთქვი, მე გავხდები მოძღვარი და არ დავემგვანები ამ ადამიანს.

ჰოი საოცრება დღეს გავიგე რომ ეს მამა კახაბერი კიევში რუსებთან წირავს ლავრაში, მადლობა მამაო რომ აღსარება არ მიღე მადლობა ღმერთს რომ შენნაირი ბნელი ქვეყნის მოძულედ ვერ შეძელი ჩემი აღზრდა, მე ის 18 წლის ბიჭი ვარ რომელსაც შარვალი არ ჰქონდა და ტაძრიდან გამოაგდე, არც თავი მოვიკალი და დღეს ქრისტეს გზაზე ვარ, მე ის შორტებიანი ბიჭი ვარ 2006 წლიდან.

დღეს ტაძარში მოსულს არ ვაკვირდები რა აცვია შორტი თუ ირმის ტყავი. უთავმოყვარეო კირელეს ებარებოდეთ…“ - წერს ნექტარ მჭედლიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„გრძელი კოვიდი არის ვერაგი მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება, მთელი ცხოვრება დაგტანჯოთ“

„არის თუ არა უსაფრთხო ბავშვებისთვის სკოლა“ - ნანა გეგეჭკორი მშობლებს მიმართავს

„საქართველო რატომღაც არ იზიარებს მსოფლიო პრაქტიკაას და „არ სჯერავს“ რომ ვაქცინირებული შეიძლება დაინფიცირდეს“